სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo\Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა, SK TV 02.08.2017
დღეს, 2 აგვისტოს, ადიგენში, სოფელ იმერთუბანში, ხანძრის შედეგად ფორჩხიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]

სოფელ იმერთუბანში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამ დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. მეზობლებმა ხანძრი მას შემდეგ შენიშნეს, როდესაც ცეცხლი სახურავს მოედო.

„სახურავის ტკაცუნის ხმა გავიგეთ, მეუღლემ მითხრა, რომანის სახლიდან მოდის ხმაო, გამოვიქეცით და მეზობლები უკვე შეკრებილი იყვნენ“, – ამბობს ფორჩხიძეების მეზობელი სოფიო სირბილაძე.

მეზობელი ირწმუნება, რომ სახანძრო–სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა დაიგვიანეს, რის გამოც სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა: „მეზობელმა თქვა კვამლი დავინახე თუ არა, მაშინვე დავრეკე 112–შიო, ერთი საათი დააგვიანეს, ამასობაში სახურავი მთლიანად დაიწვა“.

სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბარში დაგვიანების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ცეცხლი შენიშნეს და შემთხვევის ადგილზე იქამდე მივიდნენ, ვიდრე შეტყობინება შევიდოდა.

ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]

სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ ფორჩხიძეებს მეზობლებმა შეატყობინეს. მცდელობის მიუხედავად, დაზარალებულებმა ალმოდებული სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს.

„მთაში მივდიოდით, ნახევარი საათის გასული ვიყავი, რომ დამირეკეს, შენს სახლს ცეცხლი უკიდიაო და მოვბრუნდით. დილით წყლის გამათბობელით დაიბანა ჩემმა მეუღლემ, მაგას ვუკავშირებთ, ამ დროს შუქიც ჩაქრა, რომ მოვიდა, მაშინ გაჩნდა ალბათ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ირმა მაზაშვილი.

„ოჯახი მთლიანად განადგურდა, ყველაფერი დაიწვა რამდენიმე ნივთის და კომპოტების გამოტანა შევძელით“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადიგენის და ახალციხის სახანძრო–სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ჩასაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.

ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]

რა ბედი ელის ფორჩხიძეების ოჯახს, ამ ეტაპზე უცნობია. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის არსენ ბალახაშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულ ოჯახს სამშენებლო მასალით დაეხმარება, რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, სადაც ღია ცისქვეშ დარჩენილ ოჯახს დროებით შეიყვანენ, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს.

„მუნიციპალიტეტი შუამდგომლობას გუბერნიაში გაუწევს ხე–მასალასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებლობისთვის დასჭირდება, სამშენებლო მასალებზე მუნიციპალიტეტი იმსჯელებს“, – განაცხადა არსენ ბალახაშვილმა.

მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახი დროებით ამავე სოფელში ერთ–ერთი ადგილობრივის ოჯახს შეაფარებს თავს.

[თინათინ ზაზაძე, გიორგი ლოდარიძე, ადიგენი]

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ადიგენში, სოფელ იმერთუბანში, საცხოვრებელი სახლი იწვის
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება
‘ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი’, – რას ყვებიან ადგილობრივები ნაქალაქევში მომხდარ შემთხვევაზე
ხანძარმა მოხეში შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა [Video]