FM97.5 / LIVE

ექიმმა ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო

მთავარისამართალი 16.04.2013
ახალციხის საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომელმა, კარდეოლოგმა თამაზ ხაბეიშვილმა, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო

ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო

დავა შრომით ანაზღაურებას ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ”ალდაგი” ხაბეიშვილს ორი თვის ხელფასს აუნაზღაურებს.

ახალციხის საავადმოფოს ყოფილმა ექიმმა სასამართლოში საჩივრის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება იმის შესახებ, რომ ხაბეიშვილს საავადმყოფოში ყველა დაკავებული თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, მიმდინარე წლის 14 თებერვალს მიიღეს.

ყველაფერი კი ახალციხის საავადმყოფოში ”ალდაგის” შვილობილი კომპანიის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” შესვლის შემდეგ დაიწყო: ახალმა ხელმძღვანელობამ მედ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებები 6-თვიანი ვადით 15 სექტემბერს გააფორმა. მის თანახმად საავადმყოფოს თანამშრომლები ანაზღაურებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის საშუალო ოდენობით აიღებდნენ. რადგან შეთავაზება მისაღები იყო, ექიმებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თუმცა, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, პირველ დეკემბერს თანამშრომლებს ხელის მოწერა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსთხოვეს.

-”ამ ხელშეკრულებით მათ ყევლაფრის უფლება ჰქოდნათ. ეს იყო ტრეფიკინგი და არა ხელშეკრულება. გავაპროტესტე და ხელი არ მოვაწერე. იმ ანაზღაურების პირობებს რაც იქ იყო მითითებული არასდროს დავეთანხმებოდი”, - ამბობს ხაბეიშვილი.

მასთან ერთად პროტესტი გამოხატა კიდევ 16-მა ექიმმა, რის გამოც, როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მაშინ საავადმყოფოს მენეჯერი დავით მაისურაძე გაათავისუფლეს. ახალი დავალებით - 17 მედ პერსონალს ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, ან ისე გაეშვათ სამსახურიდან, რომ კომპანიას არ ეზარალა, ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს. მუქარითა და ძალდატანებით 16-მა ექიმმა ხელშეკრუელბას ხელი მოაწერა, ხაბეიშვილი კი მეორე დღესვე სამსახურიდან გამოუშვეს.

მან ერთი თვის ვადაში, სასამართლოს მიმართა მოთხოვნით აენაზღაურებინათ იმ ორი თვის ხელფასი, რომელიც მას 15 სექტემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით ეკუთვნოდა. ამ ორი თვის განმავლობაში კომპანია ხაბეიშვილს ანაზღაურებას იმ ხელშეკრულებით უხდიდა, რომელზეც ხელი მოწერილი არ ჰქონდა.

სასამართლომ ხაბეიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, რაც შეეხება საჩივრის მეორე ნაწილს, სადაც სამსახურიდან გათავისუფლების გამო ექიმი კომპენსაციას ითხოვდა, გათვალისწინებული არ იქნა.

-”თუ გაასაჩივრებენ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ მეც გავასაჩივრებ იმას, რომ მეორე ნაწილი არ დაგვიკმაყოფილეს. ასევე მოვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც. თუ არ გაასაჩივრებენ, მაშინ მე და ჩემი ადვოკატიც თავს შევიკავებთ”, - ამბობს ხაბეიშვილი.

მისი ადვოკატის ეკატერინე აბაშიძის განცხადებით, ჯერ კიდევ პროცესის მოგებამდე საავადმყოფოს მედ პერსონალი მას არა ერთხელ დაუკავშირდა: ”ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ისევე როგროც ხაბეიშვილი შრომის ანაზღაურებას ისინიც ითხოვენ”.

თამაზ ხაბეიშვილი ახალციხის რაიონული საავადმყოფოდან გათავისუფლების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში ”ნათია 777” კარდეოლოგად და თერაპევტად მუშაობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები: ”ჩვენ ვართ თანამედროვე მონები”
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია
ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს