FM97.5 / LIVE

წარმატებული სტუდენტები უფასოდ ისწავლიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.05.2012
მომავალი წლიდან ყველა სტუდენტი პირველი კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში სწავლას უფასოდ გააგრძელებს. რას ამბობენ ინიციატივაზე განათლების ექსპერტები და პედაგოგები

წარმატებული სტუდენტები უფასოდ ისწავლიან

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებსაც პირველი კურსის ბოლის მაღალი შეფასება ექნებათ, მომდევნო წლებში სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებენ. ამ ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს მიმართა, შეიმუშავონ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და პირველ წელს გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ, სწავლის გადასახადისგან განთავისუფლდნენ.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ქეთინო გრძელიშვილს ინიციატივა მოსწონს და ამბობს, რომ ეს სტუდენტების მოტივაციას აამაღლებს და ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას: “სტუდენტებს შორის გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია. ეს კარგი იქნება საზოგადოებისთვის, სტუდენტისა და ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც”.

მისი თქმით, რეგიონში სტუდენტების თითქმის 80 პროცენტს სწავლის გადასახადის გადახდა უჭირს, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდება: “სახელმწიფო საუკეთესო სტუდენტებს 100 პროცენტით ახლაც აფინანსებს, თუმცა ასეთი ბავშვები ჩვენს უნივერსიტეტში იშვიათად ხვდებიან. საერთოდ საქართველოშიც რამდენიმე სტუდენტი თუ ღებულობს 100-პროცენტიან დაფინანსებას”.

გრძელიშვილის მოსაზრებას ეთანხმება ახალციხის მეორე სკოლის დიერქტორი მარინა ზედგინიძეც. მისი თქმით, ეს ინიციატივა ბავშვებს სწავლის სტიმულს გაუჩენს, რაც დღესდღეობით ძალიან ნაკლებია:
“ხშირად უფასოზე ხვდებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში არაფერს აკეთებენ. ამ დროს იმ სტუდენტებს, რომლებიც უფრო ნიჭიერები და აქტიურები არიან, სწავლაში ფულის გადახდა უწევთ. ეს ინიციატივა სწორედ ამ სტუდენტებისთვის იქნება კარგი”.

მისი თქმით, მეორე სკოლას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს და ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს. დაახლოებით ათი წლის წინ სკოლაში უფროსი კლასები ფასიანი იყო, გადასახადი თვეში 10 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა, თუმცა, მაღალი აკადემიური დასწრებისა და შეფასების მქონე მოსწავლეები თანხას არ იხდიდნენ.

- “ბავშვებს შორის ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდა, ყველა ცდილობდა კარგად ესწავლა. მოსწავლეების 20 პროცენტი გადასახადს არ იხდიდა, რადგან საუკეთესო შეფასება ჰქონდათ”, - ამბობს დირექტორი.

განათლების ექსპერტის შალვა ტაბატაძის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. რაც მეტად გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება, მით უკეთესია, რადგან დღესდღეობით სტუდენტების 62 პროცენტი სწავლის საფასურს თავად იხდის.

- “ეს დაფინანსება შეიძლება პოზიტიური იყოს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით მეტ სტუდენტს მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, სახელმწიფო დაფინანსების მიღებისთვის ერთადერთი კრიტერიუმი მისაღები გამოცდები აღარ იქნება, ასევე გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების როლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს იგი და აქვე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კორუფციული მექანიზმების ამუშავდეს, - შეიძლება გარკვეულ რისკებზეც ვისაუბროთ. მაგალითად უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლოა კორუფციული მექანიზმები ამუშავდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა არ ეხება კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ეს საკითხი სოციალური თანასწორობის თავლსაზრისით განსჯის საგანი შეიძლება იყოს”.

ტაბატაძის თქმით, უფრო კვალიფიციურად მსჯელობა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ინიციატივა კონკრეტულად ჩამოყალიბდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასობით სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა

1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
უფასო სპეციალობები - ვინ შეიძლება დაზარალდეს?
შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს