სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.07.2017
ახალციხეში, პირველი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა შეჩერებულია, დამკვეთი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, ახალ კომპანიას აგვისტოს პირველ კვირაში შეარჩევს.

ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ

როგორც "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, ტენდერი იმ კამპანიებს შორის გამოაცხადეს, რომლებთანაც მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ: „აგვისტოს პირველ კვირაში გვეცოდინება, რომელი კომპანია შეირჩა.

დაჩქარებული მეთოდით ვაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანია სექტემბერში სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდეს“, – აცხადებენ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება სკოლის ეზოს კეთილმოწყობას, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ინფორმაციით, ამას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. თუმცა ეს მოგვიანებით, რადგან, ვიდრე სკოლის შენობის რეაბილიტაცია არ დასრულდება, ეზოს კეთილმოწყობა ვერ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველი სკოლის რემონტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. ვადების გადაცილების და საქმის არაჯეროვანი შესრულების გამო "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" კომპანია „ინტერპლიუსს“ კონტრაქტი 7 ივლისს შეუწყვიტა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება