FM97.5 / LIVE

19 აპრილს დაგეგმილი აქცია და მოსახლეობის განწყობა მესხეთში

მთავარიპოლიტიკა 15.04.2013
რას ფიქრობენ მესხეთში 19 აპრილს ’ნაციონალების’ მიერ დაანონსებულ აქციაზე; ვინ აპირებს წასვლას მიტინგზე და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას ყოფილი ხელისულფების მხარდამჭერ ღონისძიებაში

19 აპრილს დაგეგმილი აქცია და მოსახლეობის განწყობა მესხეთში

ქუჩაში გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 19 აპირლს აქციაზე წასვლას არ აპირებს, ნაწილი კი ’სამხრეთის კარიბჭესთან’ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

’არ მივდივარ აქციაზე, რადგან წასვლას აზრი არ აქვს! ხალხისთვის მაინც არავინაა! რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს გლეხებს მაინც არაფერი ეშველებათ’ - ამბობს ახალციხეში მცხოვრები მალხაზ ჩაჩანიძე.

მის მოსაზრებას იზიარებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მცხოვრები ემზარ მიქელაძე და ია ბერიძე.

’თუ ჩვენ თავად არ გავაკეთეთ რაიმე, აქციებით ვერავინ ვერაფერს გვიშველის’, - გვითხრა მიქელაძემ.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ ’ნაციონალებს’ ქვეყნისთვის რაიმე კარგის გაკეთება უნდოდათ, საამისოდ მათ 9 წელი ჰქონდათ და აქამდე უნდა გაეკეთებინათ.

’ახლა აქციის ჩატარება ზედმეტად მიმაჩნია და არც წასვლას ვაპირებ. რატომ არ აცდიან ახალ მთავრობას რამეს გაკეთებას?! ჯერ ეხლა მოვიდნენ და დრო სჭირდებათ’, -ამბობს ადიგენის რაიონ სოფელ მლაშეს მკვიდრი ლილი ლობჯანიძე.

აქციაზე წასვლის სურვილი არც ახალციხელ ნათელა ხითარიშვილს აქვს. მას მიაჩნია, რომ ასეთი აქციებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ’ნაციონალურ’ მოძრაობას კი უბრალოდ ხალხის სიმრავლე მხარდასაჭერად სჭირდება.

’ხალხს გზის ფული არ აქვს და სად წავა?! ახალი მთავრობა მოვიდა და მას დააცადონ საქმის კეთბა! ამდენი წელია ხომ ატარეს აქციები, არ ეყოთ?! ცხრა წელი ხალხი მშიერი იყო და ახლა მათ მხარდასაჭერად წავიდეთ?! არც არავინ მივა მათ აქიაზე დარწმუნებული ვარ’ - ვერ მალავს აღშფოთებას ასპინძის მკვიდრი ვასილ ნარიმანიძე.

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ყოფილმა მთავრობამ მათ იმედები გაუცრუა, ამიტომ ახლა მათთვის ტაშისკვრას არ აპირებენ. ნაწილს კი აქციაზე წასვლის სურვილი იმიტომ აქვს, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

’მინდა მთავრობამ და ოპოზიციამ ერთმანეთში ბრძოლას თავი დაანებოს და ხალხს მიხედონ. იმედია ამის სათქმელად წასვლის საშუალება მოგვეცემა და ხელს არ შეგვიშლიან, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები ლილი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 19 მარტს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ახალციხელები ''ქართული ოცნების'' ხვალინდელ აქციაზე
ახმედ კახაძე: 'როგორც ადამიანს აქვს ორი ხელი, ორი თვალი, ისე უნდა ჰქონდეს მეჩეთს მინარეთი'
დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
„ნაციონალები“ აქციაზე მისვლისკენ ხალხს რუპორით მოუწოდებენ