FM97.5 / LIVE

2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით, 9 პროექტი განხორციელდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.07.2017
მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგიონებში განსახორიცელებელი პროექტების ფონდიდან 2 852 990 ლარი გამოიყოფა, რომელიც 9 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება

9 პროექტიდან, ერთი წყლის პრობლემის მოგვარებას ეხება, დანარჩენი 8–კი გზების მოასფალტებას.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხას 2 852 990 ლარს, ადგილობრივი თვითმმართველობა 150 157 ლარს დაამატებს, რაც საერთო თანხის 5%–ია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ წელს მსგავს შემთხვევაში თვითმმართველობამ 30% დაამატა, მომავალი წლისთვის კი დაფინანსება 5%–მდე შემცირდება.

„კანონმდებლობით არის განსაზღვრული რომ რეგფონდიდან გამოყოფილ თანხებს არანაკლებ 5%–ის თანადაფინანსება უნდა მოყვეს. ამ შემთხვევაში აღებულია მინიმუმი თანხა“, – განაცხადა ახალციხის თემის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელ სოფელში რა პროექტი განხორციელდება 2018 წელს:

► აწყურის სასმელი წყლის სათავე ნაგებობების და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია ე.წ „ხულევას ხევში“ – 120 823 ლარი;
► ფერსის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია–გიორგიწმინდა მუგარეთის გზის გადაკვეთიდან სოფლის ცენტრამდე – 372 250 ლარი;
► გიორგიწმინდა–ფერსა–მუგარეთის შემაერთებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 345 000 ლარი;
► ანდრიაწმინდის და ანდის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 300 000 ლარი;
► ტატანისი–სვირი–ბოგას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 1 010 000 ლარი;
► ახალციხე–ჭვინთა–ელიაწმინდის გზია რეაბილიტაცია – 220 000 ლარი;
► ზიკილიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 ეტაპი) – 255 074 ლარი;
► მინაძის შიდა გზის რეაბილიტაცია სკოლისა და „ოხერას“ ეკლესიის მიმართულებით (ც|ბეტონი) – 250 000 ლარი;
► კლდის ე.წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 ეტაპი) – 130 000 ლარი;


აღნიშნული პროექტების საპროექტო სამუშაოები უკვე შესრულებულია, 2018 წელს, თანხის გამოყოფის შემდეგ ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 11 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც რეგიონული ფონდიდან 2 851 000 ლარი იყო გამოყოფილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
ბორჯომი რეგფონდიდან 2 495 667 ლარს მიიღებს
2017 წელს ახალციხის თემში ,რეგიონული ფონდიდან’ ხუთი პროქტი დაფინანსდება