FM97.5 / LIVE

ასპინძაში მუშები გაიფიცნენ

მთავარიეკონომიკა 15.04.2013
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი რამდენიმე დღეა გაფიცულია. ისინი უხელფასობას აპროტესტებენ

ასპინძაში მუშები გაიფიცნენ

დაბა ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რისთვისაც 1,800,000 ლარია გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია ”აზერი” ახორციელებს. სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული.

ერთ კვირაზე მეტია, მუშების ნაწილი გაფიცულია. ისინი ოთხი თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასს არ მიიღებენ.

”დეკემბრის თვიდან ხელფასები არ მიგვიღია. გვპირდებიან, მაგრამ ჯერ არავის ჩაურიცხავს. სანამ დავალიანებას სულ არ დაფარავენ, მუშაობას არ გავაგრძელებთ”, - ამბობს რეზო ადეიშვილი.

ხელფასის დაგვიანება თანამშრომლების ნაწილმა გააპროტესტა, ნაწილი კი სარეაბილიტაციო სამუშაოებს კვლავ აგრძელებს.

” ხელფასი არცერთ თანამშრომელს არ გვაქვს მიღებული, მაგრამ მარტო ადგილობრივები გაიფიცნენ, ჩამოყვანილი მუშები მუშაობას აგრძელებენ”, - ამბობს კომპანია ”აზერის” თანამშრომელი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

”აზერის” სამუშაოთა მწარმოებელი მურმან შეყელაშვილი თანამშრომლების გაფიცვას უარყოფს. ხელფასების დაგვიანების მიზეზად, კი დოკუმენტების მოუწესრიგებლობას ასახელებს.

”ჩვენ უცხოელი ინვესტორები გვყავს და თუ სამუშაოების 15 პროცენტი არ შევასრულეთ, შესრულებულ სამუშაოზე ხელს არ გვიწერენ. ამიტომ დაგვიანდა ხელფასები. ამჟამად თბილისში ვიმყოფები, რამდენიმე დღეში დავალიანებას გავცემთ”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში მურმან შეყელაშვილმა.

სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის დასრულების შემდეგ ასპინძას სასმელი წყალი 15 კილომეტრის მოშორებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან უნდა მოეწოდოს. პროექტის თანახმად, 300 მ3 ტევადობის რეზერვუარი შენდება, ეწყობა სათავე ნაგებობა და 15 კმ სიგრძის მილსადენი.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს
ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’
ასპინძაში სუფთა სასმელ წყალს ისევ ელოდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ