FM97.5 / LIVE

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.07.2017
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში მდებარე წმინდა სტეფანეს(სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,


► სურბ სტეფანოს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას.

► აშენებულია XIX ს-ის ბოლოს ტუფის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში სამ-სამი განიერი, თაღოვანი სარკმელია, დასავლეთის კედელში - ორი.

► აბსიდა ჩაწერილი ნახევარწრის ფორმისაა. მის ორივე მხარეს მცირე სათავსებია. აბსიდის კამარა კიდეში გაკეთებულ მხრებსა და მათზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აბსიდის კედლები და კონქი სარტყლითაა გამიჯნული. აბსიდის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი, რომლის აქეთ-იქით თითო ღრმა ნიშაა. კონქში აკუსტიკისთვის ქვევრებია ჩატანებული.

► საკურთხეველი ამაღლებულია, მასზე გვერდითა კიბეებითაა ასვლა შესაძლებელი. ამბიონის შუაში ჯვრის გამოსახულებიანი დეკორატიული ქვაა ჩადგმული. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაკეთებულ სათავსოებში თაღოვანი კარითაა შესასვლელი. მათაც თითო სარკმელი აქვთ აღმოსავლეთის კედელში. სათავსოების დასავლეთის კედელში დეკორატიული თაღია გაკეთებული, რომელიც კაპიტელებს ეყრდნობა.

► ტაძრის გრძივ კედლებზე სამ-სამი პილასტრია, რომლებიც კაპიტელებით სრულდება. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია. ამ თაღედებში სამგან ფანჯრებია გაჭრილი, დასავლეთ კიდისა კი ყრუა. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ თაღში სარკმლის ქვემოთ სანათლავია გაკეთებული. მის მოპირდაპირედ - სამხრეთ კედელში კი - ნიში. დასავლეთის კედელი ორი პილასტრითა და სამი თაღით სამ ნაწილადაა გაყოფილი. შუაში კარია გაჭრილი, მის ზემოთ კი სამრეკლოა დაშენებული.

► კედელზე ხის პატრონიკე იყო გაკეთებული, რომელზეც ხისავე კიბით ადიოდნენ. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.

► ორფერდა ხის გადახურვა უნდა ქონოდა. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული, რომლის დასავლეთი ნაწილი გვედებში ერთი საფეხურით ამაღლებულია. ტაძრის დასავლეთ კიდეში დადგმული ყოფილა სამრეკლო.

► ტაძრის ფასადების მორთულობას წარმოადგენს კარისა და სარკმელთა მოჩარჩოება, დასავლეთის ფასადზე მოცემული პილასტრები და მათ მაკავშირებელი კარნიზი და დიდი რელიეფური ჯვარი. რაც შეეხება ინტერიერს, საკურთხევლის პილასტრებშია ჩადგმული ანგელოზთა გამოსახულებიანი რელიეფები, ასეთივე გამოსახულებებითა და ჯვრის რელიეფებითაა შემკული ნიშები და სანათლავი.

► დასავლეთის კედლის პიალსტრის ძირში ჩაშენებულია გვიანშუასაუკუნეების საფლავის ქვები რელიეფური გამოსახულებებით. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოკვეთილია სომხური სამშენებლო წარწერა თარიღით. კიდევ ორი სომხური წარწერა შესრულებულია სანათლავის ჯვრის გამოსაულხებებთან ერთად. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მშენებლობაში გამოუყენებიათ ადრეშუა საუკუნეების სტელა.

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

25.05.2020 საქართველოში 26 მაისიდან გამოიდარებს და დათბება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა