FM97.5 / LIVE

დასაქმება დასწრებაზე

მთავარიეკონომიკა, განათლება 05.04.2012
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა summer.job-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილები ერთ დღეში შეივსო. პროექტში მონაწილეობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, თუმცა დარეგისტრირება ყველამ ვერ მოახერხა.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა summer.job-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილები ერთ დღეში შეივსო. პროექტში მონაწილეობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, თუმცა დარეგისტრირება ყველამ ვერ მოახერხა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყო. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ. 25’000 სამუშაო ადგილზე 24’965 სტუდენტი პირველივე დღეს დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით სულ 90’000 –მდე სტუდენტია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტების დარეგისტრირების ვადა 20 აპრილამდე იყო განსაზღვრული, თუმცა, რეგისტრაციის გამოცხადებიდან მეორე დღეს მხოლოდ 35 ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი. ამ ეტაპზე კი თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შევსებულია.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა ავტორიზირებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტს შეუძლია. პროექტის ფარგლებში ზაფხულის არდადეგების დროს, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სტუდენტები სხვადსხვა სამუშაო ადგილას დასაქმდებიან და თითოეული მათგანის სახელზე სახელმწიფოს მიერ 500 ლარი დაირიცხება. თუმცა, ანაზღაურებას ისინი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით, 380 ლარს მიიღებენ

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე დამსაქმებელთან უნდა გამოცხადდნენ და ხელშეკრულება გააფორმონ. თუ ამ ვადაში სტუდენტი ხელშეკრულებას არ გააფორმებს, პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ ადგილას რეგისტრაცია მეორედ გამოცხადდება.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ანა დავლაშერიძემ დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირება ვერ მოასწრო: “განაცხადის შევსებას დილიდანვე ვცდილობდი, მაგრამ საიტი გადატვირთული იყო. დღესაც ვცადე, თუმცა ადგილები უკვე შევსებულია. ახლა ვფიქრობ რეზერვის სახით მაინც გავიარო რეგისტრაცია და თუ ვინმე არ გამოცხადდება, იქნებ იმ ადგილზე მაინც დავსაქმდე”.

მის მსგავსად დარეგისტრირება სხვა ბევრმა სტუდენტმაც ვერ მოახერხა. რეგისრაცია დილის ცხრა საათზე დაიწყო და თითქმის ორ საათში ძირითადი სამუშაო ადგილები უკვე დაკავებული იყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, summerjob.ge-ზე შესულ ვიზიტორთა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო ბევრმა სტუდენტმა საიტზე შესვლა საერთოდ ვერ მოახერხა. არიან ისეთი სტუდენტებიც, ვინც რეგისტრაციის მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მაგრამ ბოლომდე დარეგისტრირება ვეღარ შეძლო.

“რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და მერე გაითიშა. მეოთხე ნაბიჯზე ვერანაირად ვერ გადავდიოდი”, - ამბობს განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნინო ივანიძე.

დასაქმება დასწრებაზე

ამავე ფაკულტეტის სტუდენტს თინათინ წითაშვილს გაუმართლა და რეგისტრაცია ბოლომდე გაიარა.

“როცა საიტზე შევედი, ადგილები უკვე აღარ იყო, ადიგენში მინდოდა დასაქმება, მაგრამ არც იქ და არც ახალციხეში სამუშაო ადგილები აღარ იყო. ქუთაისში მოვხვდი ზოგად დასუფთავებაზე. ნათესავები მყავს და ვეცდები წავიდე, სულ არაფერს, ასე ჯობია”, - ამბობს იგი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, დაახლოებით, ათასამდე სტუდენტია. პროგრამაში მონაწილეობის მიღება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც შეუძლიათ. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი სამინისტროს ამ წამოწყებას დადებითად აფასებს. თუმცა ფიქრობს, რომ პროგრამის ორგანიზება სხვაგვარადაც შეიძლებოდა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა თუ სასწავლებლებს საშუალება მიეცემოდათ სტუდენტებისთვის რეკომენდაცია გაეწიათ. რადგან სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმეტესობა დაუსაქმებელი დარჩა.

- “სასწავლებელის ადმინისტრაციას საშუალება რომ მისცემოდა თვითონ დაეწერა რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, პირველად სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს დავასახელებდით. ეს ბავშვები სახლიდან ვერ დარეგისტრირდნენ, უნივერსიტეტში კი ქსელი გადატვირთული იყო. ამიტომ აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტები თითქმის სრულად დაუსაქმებლები დარჩენენ”, - ამბობს იგი.

ახალციხის სხვადასხვა სამუშაო დაწესებულებებში ამ პროგრამისთვის 500-მდე ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. სამუშაო ადგილები ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმაც გამოყო. ნიკოლოზ ახალკაცი ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესში უნივერსიტეტის ასი ვაკანტური ადგილი თხუთმეტ წუთში შეივსო.

- “რადგან ვაკანტური ადგილები აღარ დარჩა, ბევრი იქ დარეგისტრირდა რაც დარჩენილი იყო. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ზოგი ბათუმში მოხვდა, ზოგი აბაშაში და ასე შემდეგ. უმეტესობა შეიძლება სულ აღარ წავიდეს. გარდა ამისა, მსუბუქ სამუშაოზე ბიჭები მოხვდნენ და შედარებით მძიმე სამუშაოზე გოგონები დასაქმდნენ”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ შესაძლებელია მანამდე რაიმე ღონისძიების გატარება და სტუდენტების გადაჯგუფება, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

Summer Job-ი  დაიწყო
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა
ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხელი სტუდენტები დასაქმების სააგენტო HR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს