სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუნცაში (აწყვიტას თემი) მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,


► ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (დღევანდელი მდგომარეობით - ორნავიანი ბაზილიკა). (12×8,5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული. აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში გაკეთებული სარკმლები XIX ს-ია გაჭრილი.

► ჩრდილოეთის ნავი ცენტრალურისგან განიერ სვეტზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. ნავების ნახევარწრიული აბსიდები ჩაწერილია. ორივე აბსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური ნავის აბსიდაში გვერდებზე თითო მართკუთხა ნიშია.

► საკურთხევლებში ქვის ტრაპეზები დგას. ცენტრალური ნავის კონქი მხრებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა, დარბაზის კამარა კი - ორ-ორ კონსოლებზე დაბჯენილ შეკიდულ თაღს. ოდესღაც სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული თაღი მიუთითებს, რომელიც იმპოსტებს ეყრდნობა. თაღი XIX ს. ამოუშენებიათ. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია.

► ტაძრის მორთულობას მხოლოდ დასავლეთის კედელში ჩადგმული ორი ბოლნური ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს.

► ტაძარს გარშემოვლებული ქონდა ქვის გალავანი. ის ტაძრის დაზიანების შემდეგ აშენებულა, რადგან მასში ჩართული იყო ბალავრის ასომთავრულწარწერიანი ქვა, სარკმლის თაღი, და სხვა დეტალები.

"ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ღირებული ძეგლია, რადგან, ის წარმოადგენს ჯავახეთის სამეკლესიანი ბაზილიკების ნიმუშს, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ეპოქებში გადაკეთების კვალი", – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფოტოები

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა