FM97.5 / LIVE

დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 26.07.2017
ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასებს ისევ არ აძლევენ. სამშენებლო კომპანიაში მიზეზად დაჯარიმების გამო შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.

დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის წყალსაქაჩის მშენებლობზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ უკვე ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. მათი თქმით, აზერბაიჯანულ სამშენებლო კომპანიას „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“, თითოეულ მათგანზე 500 ლარზე მეტი დავალიანება აქვს ასანაზღაურებელი.

„რამდენჯერაც ვუთხარით, ხელფასს როდის მოგვცემთო, გვპირდებიან დღეს იქნება, ხვალ იქნება და ბოლოს აღარ გვაძლევენ. მაისის ხელფასიც დაგვიანებით მოგვცეს“, – ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული უშანგი ივანიძე.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისას ობიექტზე 13 ადგილობრივი მუშაობდა, თუმცა ხელფასების არ გაცემის გამო, 8 მათგანმა სამუშაო მიატოვა.

დამსაქმებელ კომპანიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ორივე თვის დავალიანების ასანაზღაურებლად ყველა დოკუმენტაცია გამზადებულია და სამუშაოების დამკვეთის, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მხრიდან ხელფასების გასაცემი თანხის ჩარიცხვას ელოდებიან.

„ერთდროული თანხა გადმორიცხული არ არის, შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხდება ყველაფერი. როგორც კი გადმომირიცხავს დამკვეთი ფულს, ხელფასებს იმ წამში გავცემ“, – ამბობს სამშენებლო კომპანიის ბუღალტერი ნანა ბიბილური.

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ კი ამბობენ, რომ კომპანიასთან ამ დროისათვის ყველა ხარჯი გასწორებულია. მისი ხელმძღვანელი ვალოდია ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ შეფერხება კომპანიის დაჯარიმებამ გამოიწვია, იმის გამო, რომ წყალსაქაჩის მშენებლობა დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა: „ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, სამშენებლო კომპანიას ეგ პრობლემები ადრეც ჰქონდა, არ აძლევნდენ ხელფასებს. დროულად ვერ შეარულეს სამუშაოებიც და დაჯარიმდნენ“.

აზერბაიჯანული კომპანია რომ ახლა ჯარიმებს იხდის, ამას, მისი ბუღალტერი ნანა ბიბილურიც გვიდასტურებს. მისი თქმით, ხელფაების გასაცემად ერთ–ერთი შემაფერხებელი მიზეზი ის 40 ათასი ლარია, რომლითაც კომპანია დაჯარიმდა: „ჯარიმამ საერთოდ ბოლო მოგვიღო. რაღაცა დანადგარების ჩამოსვლას ველოდებოდით, რომ საქაჩზე დაგვემონტაჟებინა და დააგვიანა, ამიტომ ვერ ჩავეტიეთ დროში. ახლა ამხელა ფულს ვიხდით ჯარიმაში და კიდევ რამდენი დაემატება არ ვიცით“.

როდის დასრულდება სარო–ხიზაბავრის წყალსაქაჩის მშენებლობა, კითხვაზე პასუხი კომპანიაში არ აქვთ. ობიექტზე დასაქმებულებმა კი განგვიმარტეს, რომ იმ შენობაში, სადაც წყალსაქაშია განთავსებული, ბოლო სისტემური სამუშაოებია ჩასატარებელი და შენობის ირგვლივ ქვის ფილებით ღობეა შემოსავლები.

შეგახსენებთ, რომ ობიექტზე დასაქმებულ მუშებს სახელფასო პრობლემები, მიმდინარე წლის მაისის თვეშიც შეექმნათ, კომპანიამ დავალიანება რამდენიმე დღიანი გაფიცვის შემდეგ აანაზღაურა.

სარო–ხიზაბავრის წყალსაქაჩის რეაბილიტაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
შავ სიაში შესული მშენებელი და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები
სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს