FM97.5 / LIVE

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 25.07.2017
ახალციხეში შუახნის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი დაჭრა. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა

შემთხვევა ახალციხეში, დღეს, 25 ივლისს, დილით მოხდა. 31 წლის ქალს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად ოპერაციის შემდგომი მკურნალობა უტარდება“, – გვითხრეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბოლო დროს ცოლ–ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 11 პრიმა – 117–ე, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236–ე, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

დაკავებული ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია

21.10.2018 ‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო
აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა
აბასთუმანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში 19 წლის გოგო მეორე სართულიდან გადმოვარდა