FM97.5 / LIVE

სოფელი წყალზე [Photo/Video]

მთავარი 24.07.2017
ბორჯომში, სოფელ დგვარში, სადაც ერთ დროს 348 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 60 შემორჩა. დამეწყრილ სოფელში ათეულობით სახლია დანგრეული. აქ დარჩენილების უმრავლესობა ხანდაზმულია და ისინიც იმის შიშით ცხოვრობენ, რომ ერთ დღეს მათი სახლებიც დაინგრევა.

სოფელი წყალზე [Photo/Video]

დგვარში მეწყერი განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გააქტიურდა, ვისაც სოფლიდან წასვლის საშუალება არ აქვს, კედლებს შიგნიდანაც და გარედანაც ბოძებით ამაგრებს. დგვარში დარჩენილები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

დასკვნა იმის შესახებ, რომ სოფელი წყალზე დგას, აქ მცოცავი ქანებია და სოფლის გასახლება აუცილებელია, თანაც დაუყოვნებლივ, სამჯერ დაიწერა. თუმცა ამ დრომდე მთავრობას არცერთი ადგილობრივი არ გაუსახლებია.

ვრცლად, ამბავი სოფლის შესახებ, რომელიც წყალზე დგას და ნებისმიერ წუთს შეიძლება მოწყდეს, ნახეთ თამუნა უჩიძის მულტიმედია მასალაში, ამ ბმულზე. მასალაში ნახავთ და მოისმეთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დამეწურილი სოფლის ავარიულ სახლებში ცხოვრობენ.

***************************************************************************************************

მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვებია ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზეა ორიენტირებული. ამ პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭე" 21 მულტიმედიურ მასალას მოამზადებს.

21–ვე მასალის მოკლე ვერსია "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე განთავსდება. ვრცლად კი მათი ნახვა სთორიბილდერის პლატფორმაზე შეგეძლებათ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ მასალები:

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან
ადამიანები ბიუჯეტს მიღმა
ქალაქი ძაღლების ტყვეობაში
სოფელი წყალზე


[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]
ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]
ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]
ქალაქი ძაღლების  ტყვეობაში  [Photo/Video]
შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]