FM97.5 / LIVE

„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება წყლის მიმართულების შეცვლაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.07.2017
წყლის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივებმა გადაიღეს, „მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო და მას ზიანი არ მოჰყოლია.

„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე

„მტკვარი ჰესის“ საიტ–მენეჯერი გიორგი ლაკირბაია „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ 23 ივლისს წყალს მიმართულება მშენებლებმა შეუცვალეს, რადგან გვირაბის მშენებლობისას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

„გვირაბი კეთდება და იმისათვის რომ წყალი უსაფრთხოდ გაგვეტარებინა დამატებითი „დრენაჟი“ გაკეთდა და ნაკადი ჩავუშვით. მერე აღმოჩნდა, რომ ცოტა მეტი წყალი მოვიდა და ნაშალი მასალა წამოიღო, თუმცა ეს ძალიან უმნიშვნელო იყო“,–აცხადებს „მტკვარი ჰესის“ საიტ–მენეჯერი გიორგი ლაკირბაია.

მისივე თქმით, მტკვარში არც ნაშალი მასალა ჩასულა და როგორც, სამშენებლო კომპანიისთვის და ისე გარემოსთვის ზიანი არ მიუყენებია. ამ დროისათვის კი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივლისს ერთ–ერთმა თვითმხილვევლმა „მტკვარი ჰესზე“ წყლის ნაკადი გადაიღო, რომელიც იმ ადგილიდან გადმოდიოდა, საიდანაც არ უნდა გადმოსულიყო. მისივე თქმით, წყალს მდინარეში სამშენებლო მასალა ჩაჰქონდა.

გუშინვე, შემთხვევის შესახებ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დამკვეთ კომპანიაში „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყვეს. "მტკვარი ჰესის" დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი განმარტავდა, რომ ფოტო–ვიდეოზე ასახულ ტერიტორიაზე წყალი არ უნდა გადმოსულიყო.

აქ, გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, შპს „ფერი“ ახორციელებს.

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

შემთხვევა ‘მტკვარი ჰესზე’ – წყალმა მიმართულება შეიცვალა [Photo/Video]
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან

‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა