FM97.5 / LIVE

აბასთუმანში 17 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2017
დაბა აბასთუმანში 17 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდს თან ეტლით მოსარგებლე პირი მიჰყავდა.

აბასთუმანში 17 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

შემთხვევა დღეს, 22 ივლისს, დაბა აბასთუმანში, საღამოს მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 17 წლის მოზარდს, ეტლით მოსარგებლე 12 წლის პირი მიჰყავდა. როცა მათკენ მიმავალი მანქანა დაინახა და მიხვდა, რომ მძღოლი ვეღარ ამუხრუჭებდა, ეტლიანი ბავშვი ტროტუარისკენ მოისროლა, რა დროსაც მანქანა მას ბორდიურზე დაეჯახა.

მათივე განმარტებით, მძღოლი ფხიზელი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილზე დარჩა. ავტომანქანის მოცურების მიზეზად მაცხოვრებლები წვიმას ასახელებენ.

ავარიის შემდეგ, 17 წლის ბიჭი მცირედ დაშავდა, იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მოზარდს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა – "მხოლოდ ხელზე ჰქონდა ნაკაწრი, აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება და გავწერეთ", – განმარტავენ ადიგენის საავადმყოფოში.

რაც შეეხება 12 წლის ეტლით მოსარგებლე პირს, იგი სასწრაფომ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. "თავის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, სასწრაფოს ბრიგადამ ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც ახალციხის საავადმყოფოში გადავიყვანეთ", – გვიხსნიან სასწრაფო–სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დროისათვის, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, 12 წლის მოზარდს გამოკვლევები უტარდება.

როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ავარიის დროს დაშავებული ეტლით მოსარგებლე პირი თბლისში გადაიყვანეს
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ასპინძაში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
სოფელ ივლიტასთან ქალს ავტომანქანა დაეჯახა
მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა