FM97.5 / LIVE

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.07.2017
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამის შესახებ, ქვეყნის პირველმა პირმა ბრიფინგზე განაცხადა.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.
„როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავრი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს შეიკრიბება
პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
რას ფიქრობენ ადგილობრივები თემის და ქალაქის გაერთიანებაზე [Video]
59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI
გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე [Video]
პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის  გაუქმებას მხარი დაუჭრია