FM97.5 / LIVE

გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მთავარისიახლე, სამართალი 20.07.2017
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს განაჩენი გამოუტანეს, მას თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიესაჯა.

გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადაწყვეტილება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა გამოიტანა. მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა, დაცვის მხარემ კი ყველა მტკიცებულება უდავო გახადა, შესაბამისად პროცესზე მოწმეები აღარ დაკითხულან.

შუახნის მამაკაცს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით სისხლის სამართლის კოდექსის 18–141–მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯა. რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების მომზადებას გულისხმობს, სასჯელს კი 5–დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შუახნის მამაკაცი 13–14 წლის ბიჭებს ახალციხეში სქესობრივ კონტაქტს ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა. მომხდარის შესახებ პოლიციას ერთ–ერთის მშობლემა აცნობა. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141–მუხლით დაიწყო. თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა. სახლემწიფო ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედავებოდა. აღნიშნული მუხლი სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს; მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7–დან 9–წლამდე ითვალისინებს.

საბოლოოდ, სასამართლო პროცესზე 18–140–ე მუხლი ისევ გადაკვალიფიცირდა და ბრალი მამაკაცს 18–141–ე მუხლით დაუდგინდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან, შესაძლოა, საპროცესო გაფორმდეს
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურა: გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან საპროცესო არ გაფორმდება
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ცემაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ