FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავს წელს წყალი არ ექნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.07.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, სასმელი და სარწყავი წყლის დაწყვეტის მიზეზი ვინ უნდა შეისწავლოს ვერ არკვევენ. „მტკვარი ჰესი“, გამგეობა და წყალმომარაგების კომპანია ერთმანეთთან გვამისამართებენ.

სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
"მტკვარი ჰესის" ხელმძღვანელი პირები ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს რუსთავში წყლის დაწყვეტის საკითის განსახილველად უკვე შეხვდნენ, თუმცა ვერაფერი გაარკვიეს.

როგორც "მტკვარი ჰესის" დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებს, იგი ამჟამად ასპინძის გამგეობის ხელმძღვანელობასთან ერთად, იმაზე ფიქრობს, თუ ვისი სახსრებით უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება და გეოლოგების დაქირავება, წყლის დაწყვეტის მიზეზის დასადგენად.

"გარემოზე ზემოქმედების შეფასებას" გავეცანი, წინასწარ ყველა გეოლოგიური თუ არქეოლოგიური კვლევა ჩატარებულია. მაგრამ აქ გვირაბი შენდება და წინასწარ ვერ განსაზღვრავ რას გამოიწვევს ის ან როგორ იქნება აგებული ორი კილომეტრით აქეთ წავა თუ იქით", – ამბობს მათოშვილი.

მისივე თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა, რომ წყლის პრობლემა ზაფხულშივე მოგვარდეს, ვერ დაკმაყოფილდება: "ამას ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, დასკვნის მომზადებას კი დრო. რომ ამბობენ ზაფხულში წყალი გვინდაო, ამას ვერც მუნიციპალიტეტი მოახერხებს და ვერც ჩვენ. თუმცა, შემდეგი წლისათვის, წყალი აუცილებლად ექნებათ," – აცხადებს მათოშვილი.

24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენას დრო რომ სჭირდება, ამაზე ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძეც საუბრობს. თუმცა "მტკვარი ჰესის" ხელმძღვანელობისაგან განსხვავებით ცაბაძე, ამბობს, რომ სოფელ რუსთავის სასმელი წყლის დაწყვეტის მიზეზების შესწავლა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კომპეტენციაა და არა მისი: "ალტერნატიული გზების მოძიება წყალმომარაგების კომპანიას უკვე დაევალა. მათ ჰყავთ თავიანთი გეოლოგები, ისინი ყველაგნ მივლენ და მოიკვლევენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ამიტომ არ შეიძლება, რომ ამ საკთხზე ყოველ კვირაში მირეკოთ".

გამგებლის დავალების შესახებ, ასპინძაში წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა მალხაზ ბალიაშვილმა არაფერი იცის: "ახლა ოთის წყლების სათავე–ნაგებობას ვრეცხავთ და დეზინფექციას ვუტარებთ, ეგ დავალება ჯერ არ ვიცი, ცენტრს მიმართეთ, იმათ ეცოდინებათ".

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი კი ამბობს, რომ გამგებლის დავალების შესახებ მისთვის ცნობილია, თუმცა კომპანიას მხოლოდ ალტერნატიული წყლის მოძიება შეუძლია:
"ჩვენ, მიზეზებს თუ რატომ შეუწყდა რუსთავს წყლის მიწოდება, ვერ დავადგენთ. ეს ასპინძის გამგეობის მოვალეობაა".

გამგებელი კი ირწმუნება, რომ მოსახლეობის განცხადება იმის შესახებ, თითქოს სოფელში წყალი არ არის, სიცრუეა: "სინამდვილეში, განრიგი შეიცვალა და 24 საათიანი მომარაგების ნაცვლად, დღეში რამდენიმე საათი მიეწოდებათ. ამასწინად, ერთი ქალი მომადგა 800 ძირი ბულგარული წიწაკა დავრგე იმ იმედით, რომ წყალი მექნებოდაო. მაგათ ნათესების მორწყვა უნდათ და ეგ აწუხებთ, თორემ სასმელი წყალი ნამდვილად აქვთ".

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა