FM97.5 / LIVE

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, სამართალი 19.07.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული პირის მიერ, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიდინარე წელს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულზე აღძრულია 26 სს საქმე. გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 3 ცალი 200 ლარიანი, 3 ცალი 50 ლარიანი, 18 ცალი 100 ლარიანი, 3 ცალი 20 ლარიანი, 1 975 ცალი 100 დოლარიანი, 10 ცალი 200 ევროიანი და 2 270 ცალი 1 ლარიანი კუპიურები.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ფინანსთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა
ყალბი 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე  პასუხისგებაში 12 პირი მიეცა
ნინოწმინდაში მოქალაქემ საღამოს ტბაში არსებული კუნძული უკანონოდ დაირეგისტრირა