FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ

მთავარისაზოგადოება 10.04.2013
რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმის შესამუშავებლად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ

რეგიონული ეკონომიკის, სოციალური განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფებისა და რეგიონული საბჭოს გაერთიანებული შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა დაგეგმილი.

რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა. სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრები უკვე რამდენჯერმე გაიმართა. ამჯერად შეხვედრას ყველა სამუშაო ჯგუფი დაესწრება. აღნიშნულ ჯგუფებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალტეტის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, ”გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა კავკასიაში” პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი, ასევე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარინა გაჩეჩილაძე გაუძღვებიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ხედვაზე იმსჯელეს
საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან