სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის გამო დაწყდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.07.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავის მოსახლეობას ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა, რომლითაც სოფელი წყლით მარაგდებოდა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას დაზიანდა.

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა
ასპინძაში, სოფელ რუსთავთან ის სათავე ნაგებობა, რომელიც ადგილობრივებს საუკუნეების განმავლობაში წყლით ამარაგებდა, დამშრალია. აქ წყალი ორ თვეზე მეტია აღარც მის გარშემო ხევებში ჩამოდის.

რუსთავში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ წყლის დაშრობა „მტკვარი ჰესის“ იმ გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია, რომელიც სოფელ ზიკილიიდან, სოფელ რუსთავზე გადის: „მაისის ბოლოს, როგორც კი ამ გვირაბის მშენებლობა დაიწყო წყალი მაშინვე შეწყდა“.

სათავე ნაგებობა, სადაც ტყიდან ჩამონადენი წყალი გროვდებოდა და სოფელში ნაწილდებოდა მთელს სოფელს, 150–მდე ოჯახს ამარაგებდა. ადგილობრივები ამ სათავენაგებობას რუს თავს ეძახიან და ამბობენ, რომ სოფლის სახელწოდება რუსთავიც აქედან მოდის: „რაც ეს სოფელი არსებობს, ამ სათავედან მარაგდება. ამ წყალს თუ არაფერი ეშველა, ალბათ რუსთავი ნელ–ნელა დაიცლება“.

ახლა ადგილობრივები, სოფელ ოშორის ტყიდან ჩამონადენი წყაროს წყლებით მარაგდებიან. თუმცა მისი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ წყლის განაწილებისას სოფელში ხშირად ადგილობრივები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

„წვეთობით დის, არ გვყოფნის, ამის გამო მთელს სოფელს ჩხუბი და ერთი ამბები გვაქვს, ყველას ხომ გვინდა დასალევად და სახლში გამოსაყენებელად!“ –გვეუბნება ადგილობრივი დიმიტრი ძირკვაძე.

სოფელს წყალი არა მარტო სასმელად, პირუტყვისთვის და ნათსების მოსარწყავადაც სჭირდება.

„ამ სოფლისთვის ყველაზე მთავარი წყალია, წყალი თუ არ გვექნება, ვერც საქონელს ვიყოლიებთ და ვერც მოსავალს მოვიყვანთ, მაშინ გადაგვასახლონ მაინც აქედან, ხომ გვინდა ჩვენც არსებობა,“ – გვეუბნება რუსთავში მცხოვრები სერგო დავლაშერიძე.

იმის გარკვევა, ნამდვილად გვირაბის მშენებლობას შეეწირა თუ არა სოფელში სასმელი წყალი, ადგილობრივებს „მტკვარი ჰესის“ წარმომადგენლებთან არ უცდიათ.

თუმცა, სოფლის დეპუტატის ჯემალ იაკობაძის დახმარებით, მათ წყლის პრობლემის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უკვე აცნობეს.

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა

„თუ ამ ერთ თვეში არ მოგვხედეს და წყალი არ მოგვიყვანეს, მერე ჩვენ მშივრები დავრჩებით და გინდ ყოფილა წყალი სარწყავად და გინდა არა, აქ რაღაცა ხო უნდა მოვიყვანოთ რომ ვჭამოთ?! ბარემ უდაბნოში გაგვასახლონ! “ – ამბობს რუსთაველი იაკობ ჯუხარაშვილი.

რუსთაველები ამ ეტაპზე მთავრობის რეაგირებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება, მათი სასმელი წყლით მოსამარაგებლად ალტერნატიულ გზას გამონახავს, თუმცა თუ ესე არ მოხდება ისინი უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.

„ჯერ ველოდებით და არ გვინდა რომ უკიდურეს ზომებს მივმართოთ, გზა გადავკეტოთ ან ჰესთან აქცია გავმართოთ და მუშაობა შევაჩერებინოთ, ველოდებით რომ პატრონი გამოგვიჩნდება და ვინმე მოგვხედავს“, – აცხადებს დიმიტრი ძირკვაძე.

„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ რუსთავის მოსახლეობას მათთვის წყლის პრობლემის შესახებ არ უცნობებია.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის სამინისტროდან შევიტყვეთ. მტავრობაში რუსთაველების გაგზავნილი წერილი ჰესის ხელმძღვანელობას გადმოეგზავნა“, – ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ გვირაბის მშენებლობამ სოფელს წყალი შეუწყვიტა, შეუძლებელია. მათოშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი გეოლოგებმა უნდა გამოიკვლიონ: „წავიყვანთ ჩვენს გეოლოგებს, ექსპერტებს და ადგილზე შევისწავლით ყველაფერს. ასე ხელაღებით დაბრალება, რომ ნამდვილად გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია არ შეიძლება. თუ გვირაბის მშენებლობის ბრალია მაშინ ალტერნატიული გზების ძიებას დავიწყებთ“.

მათოშვილი ამბობს, რომ რუსთავის სასმელი წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა უკვე დაგეგმილი აქვს.

„თუ დადასტურდება, რომ რუსთაველებისათვის წყლის შეწყვეტის მიზეზი გვირაბია, მაშინ მუნიციპალიტეტი ახალი წყლის სისტემის პროქტის შემუშავებას დაიწყებს და სოფელს წყალს ახალი გზით მიაწვდის, ისე რომ გვირაბის მშენებლობამ სისტემა აღარ გადაკეტოს, თუმცა ამ ყველაფერს ჯერ გამოკვლევა სჭირდება“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა

როდის დაიწყებენ გეოლოგები სოფელ რუსთავის სასმელი წყლის შეწყვეტის მიზეზების გამოკვლევას უცნობია. გარემოსდამცველები კი ამბობენ, რომ გეოლოგების მხრიდან კვლევების ჩატარება უკვე დაგვიანებულია. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილის თქმით, ვიდრე ჰესის მშენებლობა დაიწყებოდა გეოლოგებს დეტალური კვლევები მანამდე უნდა ჩაეტარებინათ და არა ახლა, როდესაც ჰესი მშენებლობის პროცესშია.

„ეს პრობლემა მხოლოდ მტკვარი ჰესზე“ არ არის, ზოგადად ასე ხდება ხოლმე. ესაა მიზეზი, რომ ხან წყაროები ქრება და ხან კიდევ სხვა პრობლემები ჩნდება. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ რაღაცას არ აკეთებენ“, – ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, დეტალურ გეოლოგიურ კვლევებსა და დასკვნებს ითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, მსგავსი ტიპის მშენებლობების დაწყებისთვის, თუმცა ამას მშენებლები არასდროს ითვალისწინებენ: “სამწუხაროდ ჩვენთან ისე გაიცემა ნებართვა, რომ კვლევები არ არის ჩატარებული, მერე უსაზღვრავენ პირობებში რა კვლევები უნდა ჩატარდეს და თუ პრობლემები შეიქმნება, ამაზე დამატებით ფინანსებს ხარჯავენ“.

„მტკვარი ჰესი“ არის 2009 წელს დაწყებული და შემდეგ წლების მანძილზე გაჩერებული პროექტი, რომელიც 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 100%-ით შეისყიდა. ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა პროექტის გაცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.„მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა

რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება