FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ითვლის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.07.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა ზარალის დამთვლელმა კომისიამ 16 ივლისის სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო. კომისიაში ამბობენ, რომ ზიანის ზუსტი ოდენობა 4 დღეში ეცოდინებათ.

ახალციხის გამგეობა სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს  ითვლის

ახალციხის სოფლებში გუშინ, 16 ივლისს საღამოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგებს, გამგეობაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია ორი: ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სწავლობს.

როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ასევე კომისიის წევრი ნოდარ ტალახაძე ამბობს, დაზიანებულია ბოსტნეულის ნარგავები – "კიტრის, პამიდვრის, ლობიოსა და სხვა ბოსტნეულის ნარგავებია ძირითადად დაზიანებული".

გარდა ნარგავებისა, 16 ივლისის სტიქიამ ახალციხის სოფლებში, დააზიანა სახლისა და საქონლის სადგომის სახურავები, დაიმსხვრა ფანჯრის მინებიც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალის შესწავლასა და ზუსტი რაოდენობის დადგენას ოთხ დღეში დაასრულებენ.
გამგეობა მოსახლეობას, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზარალს აუნაზღაურებს.

"რაც იქნება დაზიანებული ინფრასტრუქტურის კუთხით, ავანაზღაურებთ. რაც შეეხება ნარგავებს, ამაზე სადაზღვევო კომპანიებიც მუშაოებენ და ვისაც დაზღვეული აქვს კომპენსაციას მიიღებს. ჩვენ ნათესების ანაზღაურებაზე თანხები განსაზღვრული არ გვაქვს", – ამბობს გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი სეტყვა ახალციხის სოფლებში გუშინ, 16 ივლისს საღამოს იყო, მნიშვნელოვნად დაისეტყვა ვალის "მეორე შახტა", სხვილისი, დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, ყულალისი და ანი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

28.03.2020 მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში სტიქიით დაზარალებულებს ინფრასტრუქტურის კუთხით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ
კლდესა და წნისში  სეტყვამ ხეხილის 15 პროცენტი დააზიანა
ნინოწმინდაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან