FM97.5 / LIVE

სოფელ კლდეში სახლი დაიწვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 15.07.2017
ახალციხეში, სოფელ კლდეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა;

სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
ხანძარი ნ. კურტანიძის სახლში დაახლოებით 19:00 საათზე გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიასახლისი, რომელიც შინ მარტო იმყოფებოდა, სახლს მიდგმულ ფარდულში ცეცხლზე კომპოტებს ადუღებდა.

„ნაკვერჩხლიდან გაჩნდა ხანძარი სავარაუდოდ. შემდეგ ცეცხლის გამო გაზის ბალონი აფეთქდა და ამან ხანძარი უფრო გააძლიერა“, – გვიყვებიან თვითმხილველები.

მათი თქმით, სახანძო–სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ ძლიერი ქარი იყო, ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა.

კლდეში გამგებლის წარმომადგენლის ვლადიმერ კურტანიძის თქმით, სახლი მთლიანად დაიწვა: „სამწუხაროდ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრით დაზარალებულებს თვითმმართველობა ეხმარება ხოლმე და ამ ოჯახსაც დავეხმარებთ ალბათ“.

ამ დრომდე ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობას ცდილობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, ცეცხლი ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებული პოლიციაც. მოხმდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს;


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 ‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რითი დაეხმარება გამგეობა კლდეში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა