FM97.5 / LIVE

ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.07.2017
ახალციხეში, ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების არ არსებობის გამო წვიმიან ამიდებში სახლები იტბორება. მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას ყურადღებას სთხოვს;

ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
ახალციხეში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მცხოვრები ნოე შაყულაშვილი ამბობს, რომ რომ ზედა ქუჩებიდან წამოსული ნიაღვარი, მითუფრო წვიმიან ამინდებში მისი სახლის საძირკველს აზიანებს.

„ჩვენს მაღლა პარალელური ქუჩებიც ჭყონდიდელისაა. მის ზემოთ კიდევ ბაღები და ტერასებია. იქიდან ჩამონადენი წყალი ჩემს ბაღში ჩამოდის, მაგრამ ბაღის დატბორვას ვინ ჩივის, სახლის საძირკველი ზიანდება, და შეიძლება თავზე დამენგრეს“, – ამბობს შაყულაშვილი.

მის მსგავსად სახლის ნგრევის საფრთხე ექმნებათ მეზობლად მცხოვრებ თამარ მელიქიძესა და ზეფირ მურადიანსაც.

„სახლს კედლები გამოაცალა უკვე ზედა ქუჩიდან მოსულმა ნიაღვარმა. ორ მეტრზე წვდება წყალი შენობას როცა წვიმაა“, – ამბობს თამარ მელიქიძე.

ადგილობრივებმა სანიაღვრე არხების გაკეთება ჭყონდიდელის ქუჩზე ახალციხის მერიას წერილობით გასულ თვეში სთხოვს. პასუხი თვითმმართველობიდან 26 ივნისს მიიღეს.

„წერილში ეწერა, რომ სანიაღვრეების გაკეთება ჭყონდიდელის ქუჩაზე ჯერ ჯერობით ვერ მოხერხდებაო. როცა მთელ ქალაქში დაიწყება სანიაღვრეების შენება, თქვენთანაც გავაკეთებთო“, – ამბობს ნოე შაყულაშვილი.

აქ მცხოვრებლებს გარდა სანიაღვრე სისტემისა საკანალიზაციო ქსელის პრობლემაც აქვთ. მათი ქმით, დასახლებაში საკანალიზაციო მილები არ არის და მისი გაკეთება საკუთარი სახსრებით სურთ, თუმცა აცხადებენ, რომ ხარჯებს სრულად ვერ დაფარევენ და ამიტომ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიას დახმარებას სთხოვენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე კი განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საკანლიზაციო მილების გაკეთება კომპანიას მიმდინარე წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს: „იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივები საკუთარი სახსრებით დაიწყებენ ქსელის გაკეთებას, კომპანია მათ მხოლოდ იმაში დაეხმარება, რომ ეს ქსელი ტექნიკურად გამართული იყოს".

ახალციხის მერიაში კი „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ჭყონდიდელის ქუჩზე სანიაღვრე არხების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აქ საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა: „თუ კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება, სანიაღვრეებს გავაკეთებთ“.

ამ დროისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ასფალტს შპს „მესხეთი ავტოგზა“ აგებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 4 ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება
მარტოხელა პენსიონერი: „პროდუქტს პლედში გამოვახვევ და სახლამდე თრევით მიმაქვს“
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
წაღვერში, თორელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ