FM97.5 / LIVE

საიამ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.07.2017
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონში წინასარჩევნო მონიტორინგი უკვე დაიწყო.

საიამ სამცხე–ჯავახეთში  წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყო
ამის შესახებ საიას ადვოკატმა ნონა ასკილაშვილმა, დღეს 14 ივლისს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორი პოლიტიკური პარტიისა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიდრე ასკილაშვილი მიმდინარე მონიტორინგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებდა, მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩვენებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგივე ხარვეზები იყო, რაც წინა წლებშიც ფიქსირდებოდა: „ ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, აგიტაცია და მუქარა, ასევე არჩევნების დღეს წილისყრის პროცედურების და შემაჯამებელი ოქმების დისბალანსთან დაკავშირებული დარღვევები“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გელა დემეტრაძის თქმით, წინა საარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია: „რაც ქვეყნის მასშტაბით, თითქმის იგივე დარღვევები იყო ჩვენს მაჟორიტარულ ოლქშიც, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ არც წელს ველოდებით დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას საქართვლოს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

„ისევე, როგორც გასულ წლებში ჩვენ წელასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით არჩევნებს. მონიტორიგნს გავუწევთ როგორც წინა საარჩევნო ვითარებას, ასევე კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც. ასევე ყველას, ვისაც დასჭირდება, საადვოკატო მომსახურებას გავუწევთ“, – აცხადებს ასკილაშვილი.

საიამ სამცხე–ჯავახეთში  წინასაარჩევნო მონიტორინგი დაიწყო

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
საიამ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა
როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის
საიას  რეკომენდაციები  პოლიტიკური პარტიებს და კანდიდატებს
სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს