FM97.5 / LIVE

„ვინც ხმას ამოიღებს ბოლომდე სჯის“ – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორზე

მთავარისიახლე, განათლება 13.07.2017
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დირექტორის მიერ მიცემული მითითება სამეურვეო საბჭომ ბათილად სცნო, თუმცა დირექტორი აღნიშნული დოკუმენტს არ აბათილებს.

„ვინც ხმას ამოიღებს ბოლომდე სჯის“ – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორზე
ამის შესახებ, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარემ თინა ზუბაშვილმა განაცხადა.

ბრძანება, რომლის მიხედვითაც დირექტორმა მას და კიდევ ერთ პედაგოგს თეა დემეტრაძეს საყვედური გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ ის ბათილად სცნო, კვლავ ძალაშია.

„დირექტორს არ მიუმართავს საქმეთა მმართველისთვის რომ ეს დოკუმენტი ბათილად ეცნო“, – აცხადებს ზუბაშვილი.

მისი თქმით, დირექტორი აღნიშნული ბრძანების ძალაში დატოვებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ სხდომა რომელზეც ეს დოკუმენტი ბათილად იქნა ცნობილი ხარვეზებით წარიმართა.

„დირექტორი გვწერს, რომ სხდომაზე არ იყო სამეურვეო საბჭოს მოვალეობა შესრულებული კანონთან შესაბამისობაში. ასევე, არ იყო სხდომამადე სამურვეო საბჭოს მიერ განცხადების შინაარსის ნამდვილობის დადგენილი“, – მიმართა საბჭოს წევრებს თინა ზუბაშვილმა.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ რაზე ედავება მათ დირექტორი: „ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთე. არ ვიცი დირექტორის ამ წერილს რა პასუხი შეიძლება გავცეთ. ვფიქრობ, რომ ეს საქმე საბოლოოდ სასამართლოში განიხილება, რადგან შეთანხმებაზე ვერ მივდივართ. ვინც ხმას ამოიეღებს ბოლომდე სჯის. მითხარით როგორ მოვიქცეთ“.

საბჭოს წევრები პირველად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დარჩენენ, ანუ მათ მიერ წინა სხდომაზე ბათილად ცნობილი დოკუმენტი კვლავ ბათილად ცნეს.

„კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ რომ ეს ოქმი რაც გვქოდნა მიღებული ნამდვილია რომ ვერ ვხედავთ ვერანარი გადაცდომას. თუ რაიმე გადაცდომას ხედავს დირექტორი ვალდებულია თვითონ მიგვითითოს“, – განაცხადა სხდომის დასრულებისას სამეურვეო საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა დათა დათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრს თინა ზუბაშვილსა და მასწავლებელს თეა დემეტრაძეს სიტყვიერი მითითება მისცა. მან პედაგოგები საგაკვეთილო პროცესის მიტოვებაში დაადანაშაულა. დირექტორის მტკიცებით, იმ დროს როცა ორივე მათგანს გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინათ, მათი კლასების ბავშვები სკოლაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, არცერთი მასწავლებელი კი მათ თან არ ახლდათ.

„ვინც ხმას ამოიღებს ბოლომდე სჯის“ – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორზე

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
„უმართავი პედაგოგები დირექტორს არ სჭირდება“ – ხმაური აბასთუმნის სკოლაში
დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა
დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება
აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო