FM97.5 / LIVE

დირექტორის გათავისუფლებული პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა

მთავარისიახლე, განათლება 12.07.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორმა სპორტის მასწავლებელი 7 ივლისის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლა. სამეურვეო საბჭომ კი აღნიშნული ბრძანება ბათილად სცნო.

დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში დირექტორმა ქეთვან ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. 7 ივლისის ბრძანებაში (N117) დათაშვილის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებთან უყურადღებობა, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და დირექციასთან უდიერად მოპყრობაა დასახელებული.

აღნიშნული ბრძანება, გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სამეურვეო საბჭოში გაასაჩვირა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა. ამ საკითხის გადასაწყვეტად საბჭო დღეს, 12 ივლისს შეიკრიბა.

როგორც სხდომაზე დათა დათაშვილმა განაცხადა, დირექტორს მისი სამსახურიდან გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა: „დისციპლინურმა კომიტეტმა სამჯერ იმსჯელა ჩემ საკითხზე და გადაცდომა არცერთხელ არ დამიდასტურდა. ასეც რომ ყოფილიყო, ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის უფლება მაინც არ ჰქონდა, რადგან თუ პირს სამსახურიდან უშვებ, ამისთვის მას ორი გადაცდომა უნდა უფიქსირდებოდეს. მე კი ასეთი დაკისრებული არცერთი არ მქონია“.

როგორც სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ თინა ზუბაშვილმა განაცხადა, დირექტორისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას გადაწყვეტს საბჭო, რადგან მას მართვის საკუთარი მექანიზმი აქვს: „მივიღებთ გადაწყვეტილებას ნახავს და უკან დაგვიბუნებს, კიდევ გადავწყვეტთ კიდევ უკან დაგვიბრუნებს. მისთვის არ არსებობს რაღაცა ერთიანი სისტემა, მართვის საკუთარი მექანიზმი აქვს“.

საბჭოს სხდომაზე დათაშვილის საკითხს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იხილავდნენ. პედაგოგმა ის გადაცდომები, რაშიც მას დირექტორი სდებს ბრალს კიდევ ერთხელ მიმოიხილა. მისი განცხადების დასრულების შემდეგ კი საბჭომ მხარი ბრძანების ბათილად ცნობას ერთხმად დაუჭირა.

„წინა სხდომაზე არ დავეთანხმეთ დირექტორს, რომ დათაშვილი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ახლა რატომ შევიცვლიდით აზრს?! მაშინ უნდა ავხსნათ რის გამო შევიცვალეთ აზრი, ამის საფუძველი კი არ არსებობს“, – განაცადეს საბჭოს წევრებმა და დაამატეს, რომ ყველას პოზიცია უცვლელია.

გარდა ამისა საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული საკითხი სკოლის დონეზე ვერ გადაწყდება და ამ საკითხზე ადრე თუ გვიან მსჯელობა სასამართლოს მოუწევს.

„ოქმში მივუთითებთ, რომ ამ საკითხზე აღარ ვიმსჯელებთ და თუ რომელიმე მხარს პრეტენზია ექნება, სასამართლოს მიმართოს“, – განაცხადა სხდომის დასასრულს თინა ზუბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დირექტორის მტკიცებით პედაგოგს დისციპლინური გადაცდომები აქვს: დათაშვილის გაკვეთილზე მოსწავლე სახეზე ფლომასტერით დაჩხაპნეს, ბავშვებმა კომპიუტერში ცუდ კადრებს უყურეს, ასევე დირექტორის თქმით, დათაშვილი გაკვეთილზე საღეჭ რეზისნ იყენებს და ტელეფონით სარგებლობს, გარდა ამისა სპორტის მასწავლებელმა მისი კაბინეტიდან დოკუმენტი გაიტაცა.

ამ ბრალდებებისთვის დისციპლინური სახდელი რომ დადებოდა დათაშვილს, დირექტორმა დისციპლინურ კომიტეტს არა ერთხელ მიმართა. კომიტეტის სხდომა 3–ჯერ შედგა, თუმცა დათაშვილს დისციპლინური გადაცდომა ვერცერთხელ ვერ დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, ორჯერ მოხდა ისე, რომ კომიტეტის სხდომა ვერ შედგა, ამიტომ დირექტორიმა დათაშვილს საყვედური გამოუცხადა.

ამის შემდეგ დირექტორმა სამუერვეო საბჭოს მიმართა, რომ მათ დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაზე თანხმობა მიეცათ. საბჭომ იმსჯელა და დირექტორის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. თუმცა ამის შემდეგ დირექტორმა N117-ე ბრძანება გამოსცა და დათაშვილი სკოლიდან მაინც გაათავისუფლა. დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით კი პედაგოგი კვლავ სკოლაში დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა
დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო