სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.07.2017
ვიცე–პრემიერად საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა –საკდრო ცვლილებების შესახებ დღეს, 12 ივლისს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
საქართველოს მთავრობაში ორივე პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი ვიცე–პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის ამ პოზიციაზე დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმმა ჯანელიძის ვიცე–პრემიერად წარდგენისას.

საქართველოს მთავრობაში ვიცე პრემიერის სამი თანამდებობაა. პირველი ვიცე პრემიერის პოსტს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იკავებს, ვიცე პრემიერები არიან ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

რაც შეეხება შეეხება ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილის დანიშვნას, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

„ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს
ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში  იმყოფება