FM97.5 / LIVE

„თქვენი კითხვა ცოტა უადგილოა“ – მერის პასუხი დაკეტილ საზოგადოებრივ ტუალეტზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.07.2017
ახალციხის ტბაზე, სადაც ყოველ საღამოს ბევრი ადამიანი იყრის თავს, ტუალეტი დაკეტილია. ახალციხის მერი კი ამბობს, რომ ქალაქში ახალი ტუალეტების აშენებას გეგმავს;

„თქვენი კითხვა ცოტა უადგილოა“ – მერის პასუხი დაკეტილ საზოგადოებრივ ტუალეტზე
ამის შესახებ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინძემ დღეს, 10 ივლისს ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ზონებს ეხებოდა, ამიტომ ვლადიმერ ზედგინიძემ ახალციხის ტბა და მის გარშემო გამწვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებები არა ერთხელ ახსენა.

„ტბა ძალიან ხშირად ახსენეთ, ასევე ამბობთ, რომ ხეივანის გაკეთებას გეგმავთ. ხეივანის გაკეთებას არ ჯობია, რომ ჯერ აქ დაკეტილი ტუალეტი გახსნათ?“ – ჰკითხა მერს ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ლილი ზაზაძემ.

„კი უნდა გაიხსნას, მაგრამ მაგას სჭირდება პატრონი, მომსახურება უნდა. რადგან სახელმწიფოსია ეგ საპირფარეშო, არის უფასო, უფასოსთან რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქში როგორც დიდებს, ასევე პატარებს კარგად იცით, დანგრეულია ყველაფერი“, – უპასუხა ზედგინიძემ.
ახალგაზრდები დაინტერესედნენ, თუ ასეა, მაშინ რატომ არ არის ტბაზე საპირფარეშო ფასიანი.

„არ სჯობს ფასი დაადოთ, თუნდაც მცირე და გახსნათ“ – იკითხა ნუგზარ ქებაძემ.

ზედგინიძის თქმით, მაშინ საპირფარეშო მერიის კუთვნილება არ უნდა იყო: „ან ააიპ „ახალციხის ტბას“ უნდა გადავცეთ, რომ იქ 20 ან 50 თეთრი გადასახადი დააწესონ. მაგრამ ეს ალბათ უხერხულობას გამოიწვევს, ხალხი იტყვის საზოგადოებრივი ტუალეტია და ფასი დაადესო“.

მერის განარტებით, ტუალეტის ფუნქციონირებისთვის შტატის გამოყოფაცაა საჭირო. ტბის ააიპ–ში კი 19 თანამშრომელი რვამდე შეამცირეს: „აქ რომ დავნიშნოთ ვინმე და ფასი დავადოთ, ფასის გადახდას არავინ მოინდომებს და ისე მოიქცევა ხალხი როგორც ახლა იქცევიან. სამწუხაროდ ეს არის ჩვენი კულტურა“.

„რატომ ააშენეთ თუ გახსნას არ აპირებდით, ეგრე შეიძლება ის ხეივანიც დააბინძურონ რომლის გაკეთებასაც გეგმავთ, მაშინ არც იმ ხეივანში უნდა შევუშვათ ხალხი“, – ჰკითხა ზაზაძემ მერს.

ვლადიმერ ზედგინიძემ არ დამალა, რომ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა: „მომისმინეთ შვილო, ხეივანი ცოტა სხვაა და ტუალეტი სხვა. ყოველდღიურად შენ ხეივანში სეირნობა არ მოგიწევს. მაგრამ არანაკლებ 4–ჯერ გიწევს ტუალეტში შესვლა და გამოსვლა, მითუმეტეს მაშინ თუ სისტემატურად იქ ხარ. თქვენი კითხვა ცოტა უადგილოა. ასეთი კითხვის დასმა ჩემთვის ცოტა არასასიამოვნოა. ავაშენეთ იმიტომ რომ საჭირო იყო, მაგრამ იმას საჭიროების მიხედვით უნდა იყენებდეს ადამიანი და არა დასანგრევად“.

როგორც ქალაქის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, იგი ქალაქში სხვა ტუალეტების აშენებასაც გეგმავს: „ერთი რაბათის შესასვლელში, ხიდთან უნდა ავაშენო, კიდევ მინდა სხვაგან გამოვძებნო ადგილები, რომ ტუალტები გავაკეთო“.

ახალციხის ტბა განახლებული სახით ხუთი წლის წინ, ახალციხელობის დღესასწაულზე გაიხნას. კომპლექსის მოწყობა დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი დაჯდა. ახლადგახსნილი კომპლექსი აქტიურად მხოლოდ ერთი სეზონი ფუნქციონირებდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი პრობლემები ხელისულფების სათავეში ‘ქართული ოცნების’ მოსვლის შემდეგ დაიწყო, ტბა დაშრა.

მოგივანებით, კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის პირველი მერის გიორგი კოპაძის ინიციატივით „ტბის გამოსაცოცხლებლად“ გასართობი კომპლექსი არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად პირად დარეგისტრირდა. იმავე, 2015 წელს ოთხ თვეში ქალაქის ბიუეჯტიდან ტბისთვის 65 900 ლარი გაიწერა, 2016 წელს კი 134 100; კოპაძემ აქ 19 თანამშრომელი დანიშნა, თუმცა მათ შორის არცერთი არ იყო გათვალისწინებული საპირფარეშოს ფინქციონირებისათვის.

„რაც მე ვმუშაობ საპირფარეშო არ გახსნილა, წყალი შემოყვანილია მაგრამ დაკეტილი გვაქვს. არც თანამშრომელი გვყოლია მანდ, დამლაგებელი ალაგებდა ხოლმე, იმტვერებოდა და იმიტომ“, – ამბობს ააიპ „ახალციხის ტბის“ ხელძღვანელი გაგა ღავთაძე.

შეკითხვაზე, რატომ არ იხსნება დაკეტილი ტუალეტი, ღავთაძე გვპასუხობს: „მოგვიანებით დამირეკეთ და გეტყვით ყველაფერს“.

ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე კი, რომლემაც ტბის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 110 400 ლარამდე შეამცირა, თანამშრომლები კი 19–დან რვამდე, ამბობს რომ მიზეზი ბევრი რამაა: „ყველაფერი პრობლემაა, დასუფთავებაც, შტატიც, წყალიც და ფინანსებიც. ვეცდებით რომ აღვადგინოთ მანდ ტუალტის მუშაობა“.

ახალციხის ტბაზე ყოველ საღამოს, განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ადამიანი იყრის თავს, იმის გამო რომ ტუალეტი დაკეტილია, მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მის მიმდებარე ტერიტორიაზე უხდებათ.

„თქვენი კითხვა ცოტა უადგილოა“ – მერის პასუხი დაკეტილ საზოგადოებრივ ტუალეტზე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს
„ახალციხის ტბაზე“ თანამშრომლები კიდევ შეამცირეს
ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები
მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა
ჰაერში გამოკიდებული და საწყობად ქცეული საპირფარეშო ახალციხის ცენტრში
თანამშრომლებისა და ბიუჯეტის რაოდენობა ააიპ „ახალციხის ტბაზე“