FM97.5 / LIVE

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 10.07.2017
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმეზე, დღეს 10 ივლისს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს.

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 12:00 საათზე დაიწყო. რადგან საქმეში არასრულწოვნები ფიგურირებენ, სხდომა დახურული იყო. ამიტომ მხარეებიც სხდომის დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარებით შემოიფრაგლნენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს“, – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი კახა ასპანიძე.

პროკურორის მამუკა ქომოშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს: „დეტალებს საქმიდან გამომდინარე ვერ გავამჟღავნებთ“.

როდის გაიმართება შემდეგი სხდომა უცნობია. მხარეების განმარტებით მომავალი პროცესის თარიღი, რომელზეც უკვე მოწმეები დაიკითხებიან, მოგვიანებით დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ შუახნის მამაკაცი 13–14 წლის ბიჭებს ახალციხეში სქესობრივ კონტაქტს ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა. მომხდარის შესახებ პოლიციას ერთ–ერთის მშობლემა აცნობა. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141–მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა. ამჟამად შაუხნის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედება. აღნიშნული მუხლი სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს; მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7–დან 9–წლამდე ითვალისინებს.

ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ უარი განაცხადა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან, შესაძლოა, საპროცესო გაფორმდეს
პროკურატურა: გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან საპროცესო არ გაფორმდება
სასამართლოში გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვა იწყება
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს საპროცესოზე უარი ეთქვა
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს