"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ბულვარის ადმინისტრაციამ ცეკვის „აკრძალვასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2017
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ბულვარის ადმინისტრაციამ  ცეკვის „აკრძალვასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც.

ქართული ცეკვის აკრალვა არც სამართალში და არც ბულვარის ადმინისტრაციის თუ დაცვის სამსახურის წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა. უფრო მეტიც, ივლისი აგვისტოს პერიოდში, გასული ტურისტული სეზონების მსგავსად, აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ არაერთი კონცერტის ჩატარება იგეგმება, რომლებშიც სწორედ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

გავრცელებულ ვიდეოში ადგილი ჰქონდა, დაცვის პოლიციის მიერ მითითებას, რომ აღნიშნულ ადგილზე არ იყო მიზანშეწონილი გზის გადაკეტვა და უნდა გადასულიყვნენ სხვა სივრცეში, რადგან ეს არის ბულვარის შესავლელი ცენტრალური სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც ყველა სარგებლობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა დაცვის პოლიციის პრეროგატივაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე მოწყობილია ბათუმის ბულვარის ყველასათვის საყვარელი და სავიზიტო ბარათი – მოცეკვავე შადრევნები, რომელიც სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას მოიცავს.

ბათუმის ბულვარში საკმაოდ დიდი სივრცეა იმისათვის, რომ სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს და არც სხვა არსებულ ატრაქციას შეეშალოს ხელი.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ქალაქის სტუმარს, ნუ აჰყვებიან მსგავს პროვოკაციებს და დაეწრონ 15 ივლისიდან ბათუმის ბულვარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გამართულ ქართული ცეკვისა და სიმღერის უფასო კონცერტებს, რომლებიც სწორედ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს საღამოს ერთ–ერთმა დამსვენებელმა ინტერნეტში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ასახულია ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლის „მესხი ფრთოსანის“ მოცეკვავეების ამსახველი ცეკვის, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები აწყვეტინებენ. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელები ბავშვებს ქართულ ცეკვას უკრძალავენ.
ვიდეომასალას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხი ფრთოსანი“ ბათუმში, ფესტივალზე „კავკასია 2017“–ზე იმყოფება, რომელიც 2 ივლისს დაიწყო და დღეს, 10 ივლისს დასრულდება.

[sknews.ge]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.07.2017 გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

27.07.2017 დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

27.07.2017 დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბულვარში "აკრძალული" ცეკვა
„ახალციხის ციხეზე“ ქართული ცეკვის  ფესტივალი გაიმართა
ქართული ცეკვის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში [Photo]
ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
მუსლიმები ხვალ დილით ბათუმის ჯამეში შეიკრიბებიან
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
'მესხი ფრთოსანი' რევაზ ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მიიწვიეს