FM97.5 / LIVE

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა

მთავარისიახლე, განათლება 09.07.2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დღეს, 9 ივლისს ახალი საგანმანათლებლო პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა.

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა
ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, რომელსაც 20–მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ახალი პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ მიხედვით, შეირჩა 10 ახალგაზრდა, რომელებიც გაივლიან ტრენინგებს, კონსულტაციებს, მენტორინგს და იმუშავებენ იდეებზე. საუკეთესო პროექტები კი მოგვიანებით წარდგენილი იქნება თბილისში „დემო დღეზე“.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრებმა აითვისონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და იდეების რეალიზიება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი. პროგრამის პარტნიორია USAID ზრდა.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ მოიცავს სამ ეტაპს:

I ეტაპი: კრეათონები, სადაც მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს, შექმნიან ჯგუფებს და იმუშავებენ იდეებზე. ღონისძიების შედეგად მოხდება საუკეთესო გუნდების შერჩევა პროგრამის შემდეგი ეტაპისთვის.

II ეტაპი: ტრენინგები და კონსულტაციები
შერჩეული გუნდები გაივლიან მეწარმეოობის უნარების განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს:
ტრენინგებს თემებზე: როგორ დავიწყო ბიზნესი; იდეიდან პროტოტიპამდე, ონლაინ კონსულტაციები, ასევე ბიზნეს მოდელების განვითარება; ფინანსების მოძიება.

III ეტაპი: დემო დღე თბილისში
პროგრამის დასასრულს საუკეთესო გუნდები ჩავლენ თბილისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ხალხმრავალ ადგილზე (დიდ სავაჭრო ცენტრში) წარადგინონ საკუთარი პროდუქცია.

ახალ საგანმანათლებლო პროექტი ახალციხესთან ერთად პანკისში, გორსა და ზუგდიდში ხორციელდება.
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული  სკოლის’’  შესარჩევი კრეათონები გაიმართება
ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ
შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
„საქართველოს თასი ლაშქრობაში“ – ფინალური ეტაპი ბორჯომში გაიმართება
პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' ახალი ეტაპი იწყება
'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება