FM97.5 / LIVE

TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება

მთავარისიახლე, სამართალი 08.07.2017
"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI" საქართველოს კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განხორიელებული ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI“ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება.

TDI–ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში შეიმუშავა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი. ცვლილებები შეეხო რწმენის, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებსაც. TDI მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.

კონსტიტუციის პროექტის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით კი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, აღნიშნული დებულება შემდეგნაირად ჩამოაყალიბდა: “ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”

მოყვანილი ფორმულირება, აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს, რადგან აფართოებს შეზღუდვის იმ პირობებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია უფლებაში ჩარევა. ამასთან, წინაპირობების ნაწილი ბუნდოვანია და განჭვრეტადობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, ამ საფუძვლების საფარქვეშ არამართლზომიერად ჩაერიოს უფლებით დაცულ სფეროში და მნიშვნელოვნად გაართულოს მისი პროცესუალური დაცვა.

მაგალითად, შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი “სახელმწიფო უსაფრთხოება” ხელისუფლების მიერ შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ გასცდეს ადამიანის უფლებების ფარგლებს და ბუნდოვანი მიზნით, არალეგიტიმურად შეზღუდოს გარკვეული რელიგიური ჯგუფების საქმიანობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სახელმწიფო უსაფრთხოების (უშიშროების) საფუძვლით, სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, შეკრების და გაერთიანების და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას მიიჩნევს დასაშვებად, ხოლო რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ამგვარი საფუძვლით გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ, საკუთარ მოსაზრებაში შეაფასა შეტანილი ცვლილები და სახელმწიფოს მოუწოდა უფლების შეზღუდვის ფარგლები მკაფიო გაეხადა, რადგან წარმოდგენილი რედაქცია წარმოშობდა რისკს, რომ რწმენის თავისუფლება განმარტებულიყო ზედმეტად ვიწროდ, ხოლო შეზღუდვის საფუძველი - სხვათა უფლებების დარღვევა, საპირისპიროდ - ზედმეტად ფართოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსთან თანხვედრაში უნდა მოეყვანა, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების ფარგლებსაც გასცდა და უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს დამატებითი წინაპირობებიც დაამატა.

TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მოქმედი ფარგლები (“სხვათა უფლებების დასაცავად”) უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც წარმოშობს რელიგიის თავისუფლების სფეროში უხეში ჩარევის რისკებს.

TDI მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიცვას ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის შეზღუდვის საფუძვლად განიხილოს მხოლოდ კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული სხვათა უფლებების დაცვა და ახლად ჩამოყალიბებული ლეგიტიმური მიზნებით არ შექმნას არათანაზომიერად რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები“,–ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება
კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'
ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყო
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი რელიგიურ გრძნობებზე
"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება