FM97.5 / LIVE

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.07.2017
პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება 2018 წლის განმავლობაში იგეგმება. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო.

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რეგულაციების შემოღების აუცილებლობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.

„როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება“,- ამბობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე.

კერძოდ, პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან ერთად მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგულაციების შემოღების თაობაზე სამინისტროში წინასწარ გაიმართა კონსულტაციები საქართველოში პლასტიკის პარკების ძირითად მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, რეალიზატორებთან და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა აღნიშნულ სფეროში რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დაჭირდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება, სწორედ ამიტომ კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველი აპრილიდან ყველა ტიპის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება
დღეიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია იკრძალება
საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება
რამდენი ლარით დაჯარიმდება კომპანია, რომელიც 1–ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკებს აწარმოებს
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება
პლასტიკის პარკები აიკრძალა, თუმცა მაღაზიებში ჯერ ისევ იყენებენ
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს