FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 08.04.2013
ახალციხის ციხის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ციხიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებენ.

ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის ციხიდან თანაშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. ”დღევანდელი ხელისუფლება სრულიად გაუგებარი მიზეზით ებრძვის ახალციხის რაბათის კომპლექსს”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ციხის ტერიტორიაზე ყველა ობიექტი დაიხურა, რის შემდეგაც 165-მა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. დარჩენილ პერსონალს კი ხელფასები ორჯერ, სამჯერ და რიგ შემთხვევაში ოთხჯერაც შეუმცირდა.

ვანო მერაბიშვილის განცხადებას ახალციხის ციხის ადმინისტრაციაშიც გამოეხმაურნენ. ციხის ახალი დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის განმარტებით, ის, რომ ციხიდან თანამშრომლები გაუშვეს, აბსურდია.

ციხის ახალი დირექტორი თანამდებობაზე 28 მარტს დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ პოსტზე ახლა უკვე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე მუშაობდა, რომელიც ციხის დირექტორად გასული წლის 14 დეკემბერს დაინიშნა.

ბლიაძე ციხის დირექტორი სამი თვის განმავლობაში იყო.
მისი მუშაობის პერიოდში ახალციხის ციხიდან 25 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ბესიკ ბლიაძის განმარტებით, ამ ადამიანებს ციხის ადმინისტრაციასთან სამთვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ დადებული. შესაბამისად, საჭიროების არარსებობის გამო, პირველი იანვრიდან მათ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. ხუთ თანამშრომელს კი ხელფასები გაუნახევრდა, ისინი 240 ლარის ნაცვლად 120 ლარს იღებენ. ბლიაძე ამბობს, რომ ციხეში თანამშრომლებს ახალი სეზონის დაწყებისთანავე დაამატებენ.

”ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, შეიძლება, რომ ისევ მოხდეს თანამშრომლების დამატება. ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ის ადამიანები იქნებიან, მაგრამ მოთხოვნა თუ იქნება, თანამშრომლებს ახალი დირექტორი დაამატებს”, - განმარტავს ბლიაძე.

ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ როცა ის თანამდებობაზე დაინიშნა ახალციხის ციხეში 101 თანამშრომელი მუშაობდა. თუმცა, ციხის ტერიტორიაზე იმ პერიოდში დღეში 80-მდე მნახველი მიდიოდა. შესაბამისად, ამდენი თანამშრომელი საჭირო არ იყო. მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები ძირითადად ციხის ტერიტორიაზე მარეგულირებელი სამსახურის წარმომადგენლები, მეეზოვეები და დამლაგებლები იყვნენ.

”თუ იქ ხალხი არ შემოდის, შესაბამისად მარეგულირებლებიც საჭირო არაა. იყვნენ მეეზოვეები, რამდენიმემ თავისი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. ასევე, დარბაზის მომწყობი ორი ადამიანი, რომლებიც გარკვეული ეტაპისთვის იყვნენ საჭირო და შემდეგ იქ არანაირი დარბაზის მოწყობა აღარ ყოფილა და შესაბამისად, ეს იქნებოდა გადაყრილი თანხა”, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

არც ახალციხის მუნიცილიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი და არც საკრებულოს თავმჯდომარე ბოლო დროს ციხიდან თანამშრომლების გათავისუფლებას არ ადასტურებენ.

”სულ ასი თანამშრომელი იყო, რომელთაგან ნაწილი შტატშია, ნაწილი კი ხელშეკრულებით აყავთ იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვს, ანუ, შესაბამისად, თუ არის საკმარისი ვიზიტორების რაოდენობა. თავისთავად ცხადია, როცა ბევრია დამთავლიერებლის რაოდენობა, სჭირდება მარეგულირებლების, დამლაგებლებისა და სხვა მომსახურე პერსონალის დამატება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ არცერთი შტატში მყოფი თანამშრომელი არც წინა დირექტორისა და არც ახალი დირექტორის მუშაობის პერიოდში არ გათავისუფლებულა.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებს დაამატებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის ციხეში შემცირებები იწყება
ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს