სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად

მთავარი 27.03.2015
უნდოდა მკერავი გამხდარიყო, მაგრამ სხვების სილამაზეზე ზრუნვის ნაცვლად, ბედმა ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე ზრუნვა არგუნა. ამბობს, რომ ეს ბედისწერა იყო. უკან რომ დაბრუნდეს, 74 წლის ელენე გორშკოვი სწავლას არ მიატოვებდა.

მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად
სამსახურს მაშინ იწყებს, ვიდრე გათენდება, როცა ახალციხის მცხოვრებლებს ჯერ კიდევ სძინავთ. ქალაქი რომ იღვიძებს, მისი მთავარი ქუჩა უკვე დასუფთავებულია.

74 წლის ელენე გორშკოვი ახალციხის ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩას, ცხრა წელია, ყოველ დილით, გულმოდგინედ ასუფთავებს.

ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა მკერავი გამხდარიყო. სხვების სილამაზესა და ჩაცმულობაზე ზრუნვის ნაცვლად, ბედმა ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე ზრუნვა არგუნა.

"ცხოვრებაში ბევრ რამეზე არ მიოცნებია. მხოლოდ მინდოდა კარგი მკერავი გამოვსულიყავი, მაგრამ გათხოვებამ ხელი შემიშალა. სამწუხაროდ, ოხაჯის გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე. რომ გამეგრძელებინა, ახლა შეიძლება სხვაგან, სხვა ამპულაში ვყოფილიყავი”, - გვეუბნება და მეეზოვის ცოცხზე დაყრდნობილი თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.

ელენე გორშკოვი 1939 წლის 12 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში დაიბადა. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მშობლები მალე გაშორდნენ, შემდეგ დედა გარდაიცვალა, მამამ კი ცოლი მოიყვანა. ელენე და მისი და-ძმა გასაზრდელად ახლობელმა წაიყვანა.

მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად”ჩემი გამზრდელი ოჯახის ახლობელი იყო, ბიძად მეკუთნოდა. ახლციხეში მუშაობდა და თან ჩვენ გვზრდიდა. სკოლაც სოფელში დავამთავრე”, - სიტყვაძუნწობს ბავშვობის გახსენებაზე.

ამბობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მისი თაობის ხალხს არასახარბიელო ბავშვობა ჰქონდა. შედეგად, თავის თავში ჩაკეტილები და შეზღუდულები იზრდებოდნენ.

”იმ დროს გაჭირვება იყო, მაშინ ბავშვებს ბევრი რამ გვაკლდა და არც თავისუფლება გვქონდა. ახლა სული სხვა დროა, ახლანდელი ახალგაზრდები უფრო თავისუფლები და გახსნილები არიან”, - გვეუბნება იგი.

ლაღი და თავისუფალი არც ახალგაზრდობა ჰქონია: ”მთელი ახალგაზრდობა შრომაში გავატარე და შვილების გაზრდას დავუთმე. 16 წელი ვეტერინარიაში ვმუშაობდი, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში”.

სიტყვაუხვი რესპონდენტი არც მაშინაა, როცა ოჯახის შექმნის ისტორიის მოყოლას ვთხოვთ. ამბობს, რომ ადრეულ ასაკში, გარიგებით გაათხოვეს. გათხოვებამ კი ოცნების ასრულებაში შეუშალა ხელი.

გული ბევრ რამეზე სწყდება, ამბობს, რომ დრო რომ უკან დაბრუნდეს, სწავლას არ მიატოვებდა: ”ერთადერთი რაზეც გული ძალიან მწყდება ისაა, რომ სწავლა მინდოდა და ვერ ვისწავლე. დრო რომ დაბრუნდებოდეს, აუცილებლად სწავლას გავაგრძელებდი”.

ბევრ რამეზე არ ოცნებობს. ამბობს, რომ ცხოვრებისგან ელემენტარულს ითხოვს:”მე მხოლოდ ის მინდა, რომ სახლი კარგ მდგომარეობაში მქონდეს, ჯანმრთელი ვიყო, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდეს კარგად და ელემენტარული რაღაცეების ყიდვა შემეძლოს”.

ელენე გორშკოვი ქალიშვილისა და სიძის ოჯახში ცხოვრობს. იმავე ქუჩაზე, რომელსაც ყოველ დღე, სისხამ დილით, ასე გულმოდგინედ ასუფთავებს.მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად

74 წლის ელენეს ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.

”ბედნიერი ბებია ვარ, ამდენი შვილიშვილები და შვილთაშვილები რომ მყავს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს, მისი მონაგარი მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ცხოვრობდეს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]
2016 წლის პირველი ახალშობილები ახალციხეში
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან