FM97.5 / LIVE

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის

მთავარისიახლე, განათლება 05.07.2017
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილება შედის და საარჩევნო კოლეგიას რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება ენიჭება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა და აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხზე უკვე იმსჯელა. 4 ივლისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით წედებაში მე–14 მუხლის მე–10 პუნქტს შემდეგი ჩანაწერა ჩაემატა: „საარჩევნო კოლეგიამ აირჩიოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი“.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურისტის თამარ ჟუჟუნაძის განცხადებით, დღეიდან დოკუმენტი იმ სამართლებრივ პროცედურებს გაივლის რაც კანონითაა გათვალისწინებული: „მას შემდეგ რაც განათლების მინისტრი წესდებაში შესულ ცვლილებას დაამტკიცებს, ის საკანონმდებლო მაცნეზე აიტვირთება“.

მისი თქმით, ამ პროცედურებს მაქსიმუმ 6 თვე სჭირდება, თუმცა შესაძლებელია ბევრად უფრო მცირე დროშიც მოგვარდეს.

ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტს არც რექტორი და არც მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელი ეყოლება. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ამ ვითარებამ სასწავლებელში სამართლებრივად რიგი პროცესები შეაფერხოს, ან რაიმე პრობლემა შექმნას, ჟუჟუნაძე გვპასუხობს:
„მნიშვნელოვანი პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას, რადგან უნივერსიტეტს ხუთი მართვის ორგანო ჰყავს. მათ შორის ერთ–ერთი რექტორია. ასევე, არიან რექტორის მოადგილეები დარგების მიხედვით, ამიტომ მიმდინარე პროცესებს ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაუძღვება“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩიხში შევიდა, სასწავლებელი ხელმძღვანელის გარეშე გაურკვეველი ვადით 3 ივლისიდან დარჩა. ამ დღეს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმათა, თუმვა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ვითარება, კი რომელიც რექტორის არჩევნებმა შექმნა, კანონით არ რეგულირდება; წესდებაში ცვლილების შეტანა საბჭოს სწორედ ამის გამო გახდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია
ურექტორობის გამო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვა ვერ ხერხდება