FM97.5 / LIVE

ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.07.2017
ვალეში, პირველ საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 23 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ვალეს პირველ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო თანამშრომლებსაც და ბაღის აღსაზრდელებსაც დაახლოებით ოთხი თვე შინ ყოფნა უხდებათ. შენობის დაცლა 9 ივნისს დაიწყო და დასრულებული პროექტი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით 20 სექტემბერს ჩაბარდებათ.

როგორც ბაღის თანამშრომლები ამბობენ, მათ ივნისის ხელფასი სრულად დაერიცხათ, თუმცა რა იქნება ივლისის შემდეგ არ იციან.

„თანამშრომლებმა თქვეს ივლისის ნაწილსაც მივიღებთო. შემდეგი თვეებში რა იქნება არ ვიცი“, – ამბობს აღმზრდელი ქეთევან როხვაძე.

სამშენებლო სამუშაოები როდის უნდა დასრულდეს და მანამდე მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას, ამის შესახებ ინფორმირებული არც ნინო მანჯავიძეა: „არ ვიცი შვებულებაში ყოფნა როდემდე მოგვიწევს. ხელფასის გამო უკვე აღარც ის ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა ის რომ შენობა რემონტდება“.

თანამშრომლებისგან განსხვავებით, იმის შესახებ რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ხელფასს ვერ მიიღებს, ინფორმირებულია ამავე ბაღის მასწავლებელი ლეილა ჩიტაძე: „268 ლარი მაქვს ხელფასი და იმასაც ვერ მივიღებ, არადა სახელფასო სესხი მაქვს გაკეთებული და როგორ უნდა დავფარო არ ვიცი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა ოქრომელიძის თქმით, ვალეს პირველი საბავშვო ბაღის თანამშრომლები შვებულების ხელფასს 20 ივლისის ჩათვლითაც მიიღებენ. შემდეგ კი სექტემბრის 20–მდე უხელფასო შვებულებაში გავლენ.

„ოფიციალურად ბრძანებაში წერია, რომ მიმდინარე სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით, დროებით შრომითი ურთიერთობა შეჩერებული აქვთ. შენობის ჩაბარებამდე უხელფასო შვებულებები ფორმდება“, – აცხადებს ლელა ოქრომელიძე.

ვალეს საბავშვო ბაღში დასაქმებულებისთვის სახელფასო ანაზღაურების დასაფარად თვეში 6 787 ლარია გაწერილი. აქ სულ 23 თანამშრომელი მუშაობს. ბაღი კი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ვიდრე აქ სარემონტო სამუშაოები დაიწყებოდა, თანამშრომლები აცხადებენ, რომ შენობის დაცლა თვითონ მოუხდათ: „ქურები, კარადები და მთელი ინვენტარი ჩვენ გავზიდეთ, მუშები იყვნენ ერთი დღით მოსული, მაგრამ მერე დაგვირეკეს დღეს ვეღარ მოდიანო და ყველაფერი ჩვენ გამოგვატანინეს“.

ლელა ოქრომელიძე კი ირწმუნება, რომ თანამშრომლებს მხოლოდ ჯგუფებში არსებული ნივთებისთვის ადგილის მიჩენა მოუხდეთ, შენობის დასაცლელად კი მუნიციპალიტეტს ჯგუფი ჰყავდა მობილიზებული.

სარემონტო სამუშაოებს ვალეს საბავშვო ბაღში შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ახორციელებს. როგორც სამუშაოების მწარმოებელი აცხადებს, პროექტზე ღამითაც მუშაობენ: „20 სექტემბერს შენობას აუცილებლად ჩავაბარებთ“.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 318 266 ლარია გამოყოფილი.

ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

[თამუნა უჩიძე, ახალიცხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ბორჯომში სამი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს