FM97.5 / LIVE

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ [Photo]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.07.2017
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე ე.წ სამხედრო ბინებში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით კორპუსები ავარიულია და ნგრევის საფრთხესთან ერთად წვიმის დროს ჩამოსული წყალიც აწუხებთ.

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
ზარზმელის ოთხ ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორ სართულიანი ბინების სადარბაზოებში ჭერი იმდენად დაზიანებულია, რომ ბათქაში ცვივა.

„დალპა მთელი შენობა, ზემოდან ცვივა ყველაფერი, ფრთხილად უნდა იარო, რომ თავში არაფერი დაგეცეს! ან თავზე „კასკა“ უნდა გეხუროს, სახლის კარებამდე რომ უსაფრთხოდ მიხვიდე“, – ამბობს ანაიდა სამხარიანი.

მისი თქმით, იმის გამო რომ კორპუსი ავარიულია, რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა: „მე რომ წასასვლელი არსად მაქვს, აქ უნდა მოვკვდე?!“

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

დაზიანებული სახურავიდან წვიმის დროს „სამხედრო ბინებში“ წყალი ჩამოდის. ასეთ დროს სადარბაზოებთან ერთად ოთახებიც სველდება.

„ახლა გავაკეთე რემონტი მაგრამ რა აზრი ჰქონდა წვიმამ მალევე გამიფუჭა, ტაშტით დავბივარ ყველა წვიმის დროს, თან ერთ ხელშიც ქოლგა მიჭირავს, რომ არ დავსველდე“, – აცხადებს ბელა ტაბატაძე.

ზარზმელის ოთხ ნომერში მცხოვრებლების კიდევ ერთი პრობლემა ეზოში კორპუსთან ახლოს მდგომი აკაციის ხეა. მისი ტოტები სახლის სახურავზეა გადაფენილი და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქარიან ამინდში დაზიანებულ სახურავს კიდევ უფრო აზიანებს. გარდა ამისა ხეს გამხმარი ტოტები სცვივა და შესაძლოა ბავშვებს დაეცეთ.

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

„ეზოში სულ ბავშვები ტრიალებენ, ეს ტოტი რომ მოტყდეს და ჩამოვარდეს ვინ არის პასუხის მგებელი?!“ – კითხულობს ტაბატაძე.

ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, როგორც ხის მოჭრის, ისე შენობის შეკეთების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. ორი თვის წინ 150 ადგილობრივის ხელ მოწერით, მათ მერიაში განცხადებაც შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენს ხელისუფლებას მარტო არჩევნებზე ვახსენდებით, ისიც მოვლენ გაიკვირვებენ აქ სად ცხოვრობთო და მიდიან“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალციხის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ზარზმელის ქუჩაზე ე.წ. სამხედრო ბინები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და ვიდრე ქალაქის დაქვემდებარებაში არ გადავა, ადგილობრივებს დახმარებას ვერ გაუწევენ.

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

ქალაქის მერის ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ტერიტორიის ქალაქისათვის გადაცემის მოთხოვნით, უწყებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ამ დრომდე ტერიტორიის გადაცემის მოთხოვნით ახალციხის მერიიდან წერილი არ შესულა: „ჩვენ ამ ფართობზე არაფრის გაკეთებას არ ვგეგმავთ. იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერია, ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურად მიმართავს, თავდაცვის სამინისტრო ამ ტერიტორიის ქალაქის გადაცემის თაობაზე აუცილებლად იმსჯელებს“, – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე ორსართულიანი ბინები, 1950–იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რომელიც სამხედროებისათვის იყო განკუთვნილი. ახლა ამ ბინებში დაახლოებით 150–მდე ოჯახი ცხოვრობს.

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები სახურავების შეკეთებას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
ახალციხის ყოფილ სამხედრო დასახლებას პატრონი არ ჰყავს