FM97.5 / LIVE

ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.07.2017
ახალციხეში, გამრეკელის ქუჩაზე ორი კვირაა კანალიზაცია ამოდის, ფეკალიების გამო მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება;

ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის
გამრეკელის ქუჩაზე საკანლიზაციო მილი დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, მიზეზი აქ გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია:

„ასფალტს აგებენ და დააზიანეს. ისეც ძალიან ძველი საკანალიზაციო მილებია, აქამდეც გამოსაცვლელი იყო“, – ამბობენ გამრეკელის ქუჩის მცხოვრებლები.

აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტს ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მესხეთავტოგზა“ აქგებს. 392 000 ლარზე თვითმმართველობამ ხელშეკრულება მშენებელთან 13 ივნისს გააფორმა.

„მესხეთავტოგზის“ ხელძღვანელის თამაზ პეტაშვილის თქმით, აქ მილი მართლაც სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა: „მძიმე ტექნიკამ რომ გაიარა ვერ გაუძლო და გასკდა. აშკარად ძველი და გამოსაცვლელი მილებია“.

პეტაშვილმა, როგორც თავად აცხადებს, მილის დაზიანების შესახებ „გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ტექნიკური ჯგუფის უფროსს შეატყობინა: „დავურეკე და ვუთხარი რომ მილი გასკდა და გაეკეთებინათ“.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დაზიანების შესახებ ბაზაში განაცხადი არ იძებნება, ტექნიკური ჯგუფის ის ხელმძღვანელი კი, რომელთანაც ზეპირი შეთანხმება მოხდა, კომპანიაში აღარ მუშაობს.

„ადგილზე უკვე გავიდა ჯგუფი, დიდი დაზიანებაა და მის მოგვარებას დრო დასჭირდება. ერთ კვირაში პრობლემას აღმოვფხვრით. 5 საკანალიზაციო ჭაა შესაცვლელი. თან ძალიან დაზიანებულია მილები, ძველია და ამორტიზირებული“, – ამბობს სპანდერაშვილი.

ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
10 დღეა ორბელიანის ქუჩაზე   კანალიზაცია ამოდის
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
‘ძველი მილები წყლის წნევას ვერ უძლებენ’ - კომპანია ქუჩების დატბორვაზე [ვიდეო]