FM97.5 / LIVE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისიახლე, განათლება 03.07.2017
დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 229 აბიტურიენტიდან 226 გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით,ასევე ახალციხეშიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დილის 08:00 საათიდან დაიწყო.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის გელა ინასარიძის განმარტებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გამოცდა ქართული ენსასა და ლიტერატურაში 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდება, აბიტურიენტთა მეორე ნაწილის რეგისტრაცია კი 14:00 საათიდან დაიწყება.

ახალციხეში, საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია განთავსებული, რის გამოც დღეს დილიდან სკოლის მიმდებარედ ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩების, ასევე რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების და კეცხოველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე გზებია გადაკეტილი. აღნიშნულ მონაკვეთებზე გზები მხოლოდ საგამოცდო საათებში იქნება ჩაკეტილი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ნაწილი გამოაკლდა იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. საბოლოოდ, გამოცდებში დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.

ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე უნდა გამოცხადდეს . მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათში იკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. გამოცდების ნაწილი ორ, ნაწილი კი ერთ სესიად ჩატარდება.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე ახალციხეში 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო