FM97.5 / LIVE

გუჯა ბიჭაშვილი: რაბათის თემაზე აჟიოტაჟი დასრულებულია

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 05.04.2013
ახალციხის ციხის დირექტორის განმარტებით კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაზეც ბოლო პერიოდში აჟიოტაჟი ატყდა.

გუჯა ბიჭაშვილი: რაბათის თემაზე აჟიოტაჟი დასრულებულია
კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრას ახალციხის ციხის წარმომადგენლებთან ერთად ციხის ახალი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილიც ესწრებოდა. როგორც ბიჭაშვილი ამბობს, რაბათის თემასთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდასთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რაზეც ბოლო პერიოდში აჟიოტაჟი ატყდა.

”აქ იყო ყველა თემა განხილული, თუმცა ძირითადი საკითხი იყო იმ დეტალების აღმოფხვრა, რომელიც დარჩა დაუსრულებელი. მაგალითად, სადრენაჟე არხების პრობლემა, ასევე, ციტადელზე, საკონფერენციო დარბაზში და რესტორანში წვიმა რომ ჩამოდის. ან კიდევ კედელი რომ გადახსნილია და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე იყო აქცენტი გაკეთებული”, - განაცხადა გუჯა ბიჭაშვილმა და დაამატა, რომ მშენებლობები უხარისხოდაა გაკეთებული და ამ საკითხს კულტურის სამინისტრო შეისწავლის, - გუშინ ჩამოსული იყვნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ტექნიკური ხარვეზები დაათვალიერეს, შისწავლეს და ეს ინფორმაცია სამუშაო ჯგუფს გადასცეს. შემდეგ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა ისევ აქ და ამ დეტალების აღმოფხვრაზე იმუშავებს”.

მისივე თქმით, სხვა რაიმე სახის სამუშაოები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არ იგეგმება: ”არაფერი ის, რომ იქ რაღაცას სახურავი ეხდება და მსგავსი რამე. ეს აჟიოტაჟი დასრულებულია”.

ახალციხის ციხის დირექტორი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილს გამოსვლასაც გამოეხმაურა.

”რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის იქ მობრძანებას ეს იყო სასაცილო. იქ ინციდენტი მოხდა ჩემსა და მას შორის, რადგან მე ვუთხარი, რომ თქვი სიმართლე და სიმართლის გარდა არაფერი, რაზეც ის წამოხტა და იკივლა”, - ამბობს გუჯა ბიჭაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რაბათის საკითხთან დაკავშირებით სხვა რაიმე სახის შეხვედრა ან განხილვა არ იგეგმება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
კვირის აქცენტი: გუჯა ბიჭაშვილის პოლიტიკური ბრალდებები [Video]
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს