FM97.5 / LIVE

პროკურატურა: გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან საპროცესო არ გაფორმდება

მთავარისიახლე, სამართალი 30.06.2017
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ შუა ხნის უცხოელ მამაკაცთან, რომელსაც არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი, საპროცესოს გაფორმება არ იგეგმება.

პროკურატურა: გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან საპროცესო არ გაფორმდება

„ბრალდებულმა ჰ. ფ. ქ.–მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“, – ნათქვამია სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 ივნისს გავრცელდა.

შეგახსენებთ, საუბარია საქმეზე, რომლის თანახმად, საშუალო ასაკის უცხოელ მამაკაცს არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან. არასრულწლოვნების მშობლები "სამხრეთის კარიბჭესთან" ყვებიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 13–14 წლის ბიჭებს ახალციხეში სქესობრივ კონტაქტს ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა. მშობლების თქმით, იგი ბავშვებს ქუჩაში ხვდებოდა და ეუბნებოდა, რომ თითქოს თავისი ტელეფონის ნომერი დაავიწყდა და ზარის გაშვებას სთხოვდა. ასე მოზარდების ნომრებს იმახსოვრებდა და შემდეგ უკავშირდებოდა. მომხდარის შესახებ პოლიციას ერთ–ერთის მშობელმა აცნობა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია. შუა ხნის მამაკაცის სისხლის სამართლის კოდექსის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

ახალციხეში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცხოელმა მამაკაცმა არასრულწლოვნები გააუპატიურა და მის წინააღმდეგ საქმე სხვა მუხლით აღიძრა. ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს შეთანხმებას ითხოვს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა მოწოდებით – ყველა უცხოელმა (ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან, შესაძლოა, საპროცესო გაფორმდეს
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს