FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს

მთავარისაზოგადოება 05.04.2013
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, კათოლიკოს- პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, მეჩეთის საკითხის გადაჭრა საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.

მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს
მეუფე თეოდორემ ახალციხის ციხის მშენებლობის საკითხების კომენტირებსგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამ საკითხე მასზე კომპეტენტური პირები, საპატრიქრქოს ხელოვნებათმცოდნეები და რესტავარატორები ისაუბრებენ. მან მრგავლი მაგიდის მონაწილეებს მეჩეთის ისტორია შეახსენა.

მეუფეს თქმით, მეჩეთი 1752 წელს, მუსულმანმა ქართველმა, ახმედ ჯაყელმა ააშენა. მეჩეთი აშენდა ქართველებისთვის და ის არ ყოფილა თურქული კულტურის ძეგლი. გადმოცემის თანახმად, რომელიც არქეოლოგიურად დადასტურებული არ არის, მეჩეთი ქრისტიანული სამლოცველოს ადგილზე აშენდა: ”სამწუხაროდ არ არის ჩატარებული არქეოლოგიური სამუშოები სათანადოდ, რომელიც დაამტკიცებდა ამას. კარგი იქნება თუ როდესმე ეს იქნება, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელია”.

მისივე განმარტებით, 1829-30-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ახალციხე თურქებისგან გაათავისუფლეს, ციხეში რუსული გარნიზონი შევიდა და მეჩეთი ტაძრად გადაკეთდა: ”მას მიშენდა საკურთხეველი, ორი სადიაკვნო, გაკეთდა სამრეკლო და დაიწყო ფუნქციონირება იქ მართლმადიდებლურმა ტაძარმა. საკურთხეველში არის მართლმადიდებლური ტრაპეზი. როდესაც ინტერიერში შევდივართ ამ ნაგებობის, ეჭვი მეპარება რომელიმემ იფიქროს, რომ ჩვენ ვართ მეჩეთში”.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ მოჩუქურთმებული ქვების გამოტანაზე საპატრიარქოში საუბარი ადრეც გაიმართა. რა სახეს მიიღებს მეჩეთი და რა გამოფენა განთავსდება მასში, ამის გადაწყვეტა საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია: ”ჩვენ გვქონდა საუბარი და შესაძლებელია ვიფიქროთ ამ ქვების გატანაზე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ტაძარი, რა გამოფენა შეიძლება განთავსდეს ამ ტაძარში, უნდა იყოს შეთანხმებული საპატრიარქოსთან. იმიტომ, რომ ყველანაირი გამოფენის განთავსება ამ ტაძარში საპატრიარქოსთვის მიღებული არ იქნება”.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქართველოს კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს მრგვალი მაგიდა, სადაც რაბათის კომპლექსზე მსჯელობენ.
[sknews.ge]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გურამ ოდიშარიას განცხადებით, ახალციხის მეჩეთზე შესაძლოა გუმბათის ფერი შეიცვალოს
მეუფე თეოდორე: „გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“
მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას
მეუფე მრევლს ამაღლების ტაძარში გადანაცვლებას სთხოვს
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
კულტურის სამინისტროში რაბათის თემაზე მრგვალი მაგიდა დაიწყო
სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა