FM97.5 / LIVE

წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 29.06.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წნისში, ბენზინგასამართი სადგურის ყაჩაღობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 29 ივნისს გაიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის კახა ლეკიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილა და ორივე ბრალდებულს ა.ს–ს და რ.მ–ს პატიმრობა შეუფარდა.

ა.ს–ს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ბრადებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაითვალიწინა.

მისი თქმით, დაყაჩაღება გაუცნობიერებლად მოხდა:"რ.მ–მა ნაცვლად იმისა, რომ გაქცეულიყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაურეკა და პოლიციას ჩაბარდა, ნებაყოფლობით ჩაბარდა მეორე ბრალდებული ა.ს–ც".

წინასასამართლო სხდომა 15 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ორმა პირმა ახალციხეში, სოფელ წნისში, ბენზინგასამართი სადგური „არალი“ დააყაჩაღა, ოპერატორი დაჭრა და 2 500 ლარი გაიტაცა . შემთხვევა 27 ივნისს, გამთენიისას, 05:45 საათზე მოხდა.

შსს-მ ახალციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში - სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს