FM97.5 / LIVE

ადიდებულმა ღელემ სოფელ აწყვიტაში გზა და ნათესები დატბორა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.06.2017
ძლიერი წვიმის შედეგად ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, ადიდებულმა ხევმა სათიბები და ნათესები დატბორა, დაზიანდა გზებიც. გამგეობა ზარალს ითვლის.

ადიდებულმა ღელემ სოფელ აწყვიტაში  გზა და ნათესები  დატბორა

სტიქიამ აწყვიტას გუშინ შეუტია, დღეს დილიდან კი ასპინძის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შესწავლა დაიწყეს.

როგორც სოფელში გამგებლის წარმომადგენელი თამაზ ივანიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ქუნცასა და აწყვიტის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ღელე ადიდდა, რამაც ნათესებთან და სათიბებთან მისასვლელი გზა დატბორა და დააზიანა: „თითქმის ერთ კილომეტრამდე გზა სულ დაითხარა, ამას შეკეთება უნდა, ადგილობრივებმა ნათესებსა და სათიბებში მისვლა რომ შეძლონ“.

თამაზ ივანიძის განმარტებით, დატბორილია ერთ–ერთი ადგილობრივის ეზოც, თუმცა წყალი სახლში არ შესულა.

მისივე თქმით, ღელეს დამცავი ჯებირები არ აქვს და იმ შემთხვევაში თუ სტიქია კიდევ განმეორდება, დატბორვის საშისროების წინაშე 18 ოჯახი დგას, ისინი, ვინც ღელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ: „ვფიქრობთ რამენაირად გავამაგროთ ღელე, რომ აღარ განმეორდეს. გარშემო ადგილობრივები ნაგავს ყრიან და ეგეც გასაწმენდია. გამგებელს ვეტყვი ამის შესახებ, იმედია რამე ზომებს მიიღებს“.

ასპინძის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, ადგილზე გამგეობის წარმომადგენლები მუშაობენ და სტიქიის შედეგებზე რეაგირება ზარალის შესწავლის შემდეგ დაიწყება.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ვარხანში ადიდებულმა ღელემ ნათესები დატბორა [Photo]
ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია
ადიდებულმა მდინარემ სოფელ არალში ნაკვეთები დატბორა
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ძლიერი წვიმის გამო ურაველში გზები, საქონლის სადგომები  და ნათესები დაიტბორა [ვიდეო]
სოფელ აწყვიტაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა