FM97.5 / LIVE

გაძვირდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონლის ფასი

მთავარიეკონომიკა 04.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ სასოფლო-სამურნეო მაღაზიებში ინვენტარის ფასები გადაამოწმეს.

გაძვირდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონლის ფასი

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება თითქმის დასრულდა. მოსახლეობას ბარათის გამოყენება მიწის დასამუშავებლად ან სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონლის საყიდლად შეუძლია.

მას შემდეგ, რაც ბარათების განაღდგება დაიწყო, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში რიგები დგას, ყველა ცდილობს საჭირო ინვენტარი და პროდუქცია დროულად შეიძინოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონელი მომატებულ ფასებში იყიდება. ამიტომ, მუნიციპელიტეტის გამგეობისა და შემოსავლების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სექტორის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები მოინახულეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაღაზიის მეპატრონეებისა და მოსახლეობისგან ინფორმაცია მიიღეს, როგორ მუშაობს აღნიშნული მაღაზიები ბოლო პერიოდში და გაძვირდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო საქონელი.

”განვახორციელეთ შემოვლა და არავინ არ ადასტურებს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა. მეწარმეები ამბობენ, რომ რა ფასშიც აქამდე იყიდებოდა საქონელი, ახლა იგივე ფასებში იყიდება და არანაირი გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდ მაღაზიაშია შესაძლებელი.მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე ფასები არ გაძვირებულა.

”ის, რომ ფასებმა მოიმატა, მცდარი ინფორმაციაა. არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომელზეც ფასები წლიურად იმატებს, ხუთი ან ათი პროცენტით. მაგრამ, ამ ბარათების პროექტში მასიურად რომ გადავხედოთ ფასებს, პირიქით დაიწია, 70-80 პროცენტი პროდუქციაზე, - განმარტავს სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის აგრო-მაღაზია ”ფერმერის” დირექტორი გურამ ჯინჭველაძე და ამატებს, რომ არსებობს პრეპარატები, რომელზეც ფასების მცირე მატება ყოველწლიურად ხდება და აღნიშნული პროექტის დროს არ გაძვირებულა - ეს ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა. ფასების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა ინფლაციასთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით”.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით შეიქმნა, არის ის, რომ ბარათის გასანაღდებლად მაღაზიაში ბარათის მფლობელი ვერ მიდის.

”ბარათში უნდა დაიწეროს წარმომადგენლის პირადი ნომერი, რომელიც ბარათს ანაღდებს. ამ მხრივ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, ბარათები ვერ გავუნაღდეთ და გლეხები უკან გავაბრუნეთ, რომ სოფლის რწმუნებულთან გაარკვიონ”, - ამბობს მაღაზია ”ჯორჯიან797”-ის მეპატრონე რობერტ კუკურჩიანი.

მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ბარათებით კმაყოფილია. მაგრამ ამბობენ, რომ აუცილებელია ბარათი ერთ ჯერზე მთლიანად გაანაღდონ.

”რაც მინდა ყველაფერი ერთად არ არის და ცალკ-ცალკე არ გვაძლევენ. 100 ლარიანი ბარათი მაქვს და ერთ ჯერზე ყველაფრის ყიდვას ვერ ვახერხებ”, - ამბობს თენგიზ ბერუაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონეებთან კონსულტაციებს გამართავენ, რადგან მოსახლეობამ საჭირო პროდუქციის შექმნა ეტაპობრივადაც შეძლოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდების პროცესი არ დასრულდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატურად გააკონტროლებენ, რომ რაიმე სახის დარღვევა არ მოხდეს.

გაძვირდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონლის ფასი

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

პირველი მარტიდან სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
სასოფლო ბარათების მიღების ვადა გახანგრძლივდა
სამცხე–ჯავახეთში 28 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
სამეურნეო ბარათების მისაღებად დამატებითი სიების ვადა გახანგრძლივდა
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
სასოფლო-სამეურნეო ბარათს ყველა ბენეფიციარი ვერც  წელს მიიღებს