FM97.5 / LIVE

სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 27.06.2017
ახალციხეში, სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური „არალი“ დააყაჩაღეს და ოპერატორი დაჭრეს; დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება;

სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემთხევა 27 ივნისს გამთენიისას, 05:45 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ბენზინგასამართ სადგურზე ამ დროს მხოლოდ ერთი ოპერატორი რ. გ. იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი აქ ტრაქტორით მივიდა. ერთ–ერთს ნიღაბი ეკეთა.

„თავს დაესხნენ ოპერატორს, დანა დაარტყეს ყელში და თავში. 2 500 ლარი გაიტაცეს და წავიდნენ. ამბობენ ორფოლოს მიმართულებით გაიქცა ერთ–ერთიო. პოლიციამ ვიდეო კამერები უკვე ამოიღო“, – გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი წნისში.

დაშავებული მამაკაცი „იმედის“ კლინიკაში შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე არაა: „თავში და ყელში მრავლობითი ჭრილობებით შემოიყვანეს. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით ორივე თავმდამსხმელის ვინაობა ცნობლია და ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ლანჩხუთში ორი ახალციხელი მამაკაცი დააყაჩაღეს
ნინოწმინდაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
სოფელ წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
‘ერთს თავში აქვს ნაჯახი ჩარტყმული, მეორეს ზურგში’ –  ახალი დეტალები ანდაში მომხდარზე
აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს
ახალქალაქში შუახნის მამაკაცი მოკლეს