FM97.5 / LIVE

„ანთიმოზობა“ უდეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2017
ადიგენში, სოფელ უდეში დღეს, 26 ივნისს ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს. სოფელში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოში რუმინეთის ელქჩი დაესწრო.

„ანთიმოზობა“ უდეში
სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის დღის აღსანიშნავად დილიდან რეგიონის პირველი პირები, დეპუტატები და მიწვეული სტუმრები შეიკრიბნენ.

დღესასწაულის აღნიშვნა უდეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე საზეიმო წირვით დაიწყო. ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ხორნაბუჯელ ეპისკოპოს დიმიტრისთან ერთად აღავლინა.

„დღეს ჩვენ იმ წმინდანის დღეს აღვნიშნავთ, რომელიც ორი ერის გამაერთიანებელია. ამიტომ ამ დღეს მხოლოდ უდეში კი არა, რუმინეთშიც დღესასწაულით აღნიშნავენ. ივერიელი მესხი იყო და არის ვარაუდიც, რომ იგი სწორედ უდეში დაიბადა, რაც ამ სოფლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე.

წირვის დასრულების შემდეგ მან საქართველოში რუმენითის ელჩს რადუ–ლივიუ ჰორუმბას საჩუქრად წმინდა ნინოს ხატი გადასცა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. განსაკუთრებული წმინდანი გვყვავს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ამიტომ მიხარია რომ დღეს აქ ვარ“, – განაცხადა რადუ–ლოვიუ ჰორუმბა.

ტაძრიდან სტუმრებმა სოფლის ცენტრში გადაინაცვლეს. აქ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ამის პარალელურად მოწვეულ სტუმრებს უდეს სამრველო სკოლის შშმ პირთა ნახატებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება შეეძლოთ. აქვე ჭადრაკში უდის ღია პირველობაში ერთმანეთს მსურველები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„მე მინდა ერთი მთავარი ვთქვა, რასაც ანთიმოზ ივერიელი გვასწავლის, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი სისუფთავე, რომელიც იბრძვის სიკეთისთვის და სიმართლისთვის, ყოველთვის იქნება გამარჯვებული, სადაც არ უნდა იყოს. ახალგაზრდობას მოვუწოდებ სწავლისკენ, სიკეთისკენ და კეთილდღეობისკენ“–განაცხადა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ.

ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 025 ლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ „ანთიმოზობა“ უდეში 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან ოსმალებმა გაიტაცეს. სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალემის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ანთიმოზ ივერიელი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა „სახარება“. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს.

25 წლის წინ, 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება
ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ
‘მისი ღვაწლი ქართული და რუმინული კულტურებისთვის ფასდაუდებელია’ -უდეში 'ანთიმოზობას' აღნიშნავენ [Photo/Video]