FM97.5 / LIVE

როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 26.06.2017
ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები პირველი აგვისტოდან დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება, სოფლების ბაღებში კი ზაფხულში სწავლა არ შეწყდება.

როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში

ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა ბერიძის ინფორმაციით, არდადეგები სავარაუდოდ ერთ თვეს გასტანს: „1–ლი აგვისტოდან, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დავისვენებთ“.

ახალციხის რვა საბავშვო ბაღში 1350 აღსაზრდელი და 213 პედაგოგია. სექტემბრიდან ბაღებს კიდევ 300 აღსაზრდელი დაემატება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია, რომელიც 1 მარტიდან მიმდინარეობდა, უკვე დასრულდა.

„400 – მდე განაცხადი იყო შემოსული, თუმცა ყველა ვერ ჩაირიცხა. მხოლოდ 300 აღსაზრდელი მივიღეთ“,– ამბობს ნანა ბერიძე.
რაც შეეხება ახალციხის სოფლების ბაღებს, აქ სწავლა არ შეწყდება. დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ზაფხულში პედაგოგები მონაცვლეობით დაისვენებენ.

„ივლისში მასწავლებელთა ნახევარი ჯგუფი ისვენებს, აგვისტოში კი მეორე ნახევარი. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი შერეულ ჯგუფებში მუშაობენ, ბაღი არ იკეტება“,– ამბობს ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ლელა ოქრომელიძე.

რაც შეეხება აღსაზრდელთა რეგისტრაციას, სოფლების ბაღებში განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენთან მთელი წლის განმავლობაში შემოდის განაცხადები და როცა იქნება განაცხადი შემოსული შემდეგ თვის დასაწყისიდან ვრიცხავთ აღსაზრდელს“,– ამბობს ოქრომელიძე.

ახალციხის სოფლებში სულ 14 ბაღია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდის დაწყება ბაღებში ზამთრის არდადეგები
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები ახალციხის საბავშვო ბაღებში
ახალციხის თემის საბავშვო ბაღები ზაფხულში არ დაისვენებენ
ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადაგები ერთ თვეს გასტანს
ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს